• 2017-09-03
დღე-ღამის განმავლობაში, ადამიანებს საშუალოდ, 8 საათი და 20 წუთი სძინავთ,
წლის განმავლობაში კი ადამიანი საშუალოდ, 125 დღეს ატარებს ძილში.
 
საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია გამოკითხულთა ძილის რეჟიმის შესახებ. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 500-მა რესპონდენტმა.
 
კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა 36,4%-ს სძინავს დღისით. მათ შორის, კაცებს უფრო ხშირად სძინავთ დღისით (41,1%), ვიდრე ქალებს (32,7%).
 
რესპონდენტთა თითქმის 27%-ს დღისით ყოველდღიურად სძინავს (იხილეთ გრაფიკი #1).
Sfta64yophsa16yis1 geo
 
ჯამში, დღე-ღამის განმავლობაში, ადამიანები საშუალოდ, 8 საათსა და 20 წუთს ატარებენ ძილში.
 
Sfta64yophsa16yis2 geo
საინტერესოა მსგავს საკითხზე 2006 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების შედარება დღევანდელ მონაცემებთან.
 
როგორც აღმოჩნდა, 2006 წელს კაცებს წლის განმავლობაში 2 დღით მეტი ეძინათ, ვიდრე -ქალებს. დღესდღეობით კი კაცებს ქალებზე 1 დღით ნაკლები სძინავთ (იხილეთ გრაფიკი #2).
 
დღევანდელი მონაცემებით, წლის განმავლობაში ადამიანს საშუალოდ 125 დღე სძინავს - 4 დღით მეტი, ვიდრე 2006 წელს. ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული 64 წლის ადამიანს, საშუალოდ, 16.1 წელი ძილში აქვს გატარებული - 0.6 წლით უფრო მეტი, ვიდრე 2006 წელს (იხილეთ გრაფიკი #3). Sfta64yophsa16yis3 geo