თუ ხართ აქტიური, ნიჭიერი, მიზანსწრაფული და მზად ხართ პერსპექტიული და საინტერესო კარიერის დასაწყებად, კომპანია „აიფიემ კვლევები“ საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა მიმართულებით მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ კრიტერიუმებს, გთხოვთ, მოგვმართოთ:

კანდიდატების შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპიანია და მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

1. ინფორმაციის მოწოდება:
დაინტერესების შემთხვევაში აგზავნით CV-ს მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

2. ტესტირება:
თუ თქვენი მონაცემები შეესაბამება კონკრეტული ვაკანსიისადმი არსებულ მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაშიგაივლით სხვადასხვა კომპეტენციების შესაბამის ან პროფესიულ ტესტირებას.

3. გასაუბრება:
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომდევნო ეტაპია ჯგუფური ან ინდივიდუალურიგასაუბრება;

4. სამუშაო პირობების შეთანხმება:
შერჩევის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენელი გიმზადებთ კონკრეტულშემოთავაზებას სამუშაო პირობების შესახებ ერთი კვირის შუალედში. პირველი საკონტრაქტო, გამოსაცდელივადა განისაზღვრება 1-დან 3 თვემდე.