• 2017-07-17
ეკოლოგიური მდგომარეობა საქართველოში, დიდი ხანია იქცევს მოსახლეობის ყურადღებას. შესაბამისად, ბიზნეს კომპანიების თუ საჯარო სტრუქტურების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, ხშირად გამწვანების აქციებზე გადის. თუმცა თემა "გამწვანება", მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში არ განიხილება, ქართულ მედიაში, თუ გავითვალისწინებთ თბილისში შექმნილ, თითქმის ეკოლოგიურ კატასტროფამდე მისულ მდგომარეობას, რაც სამშენებლო ბიზნესის პირდაპირპროპორცილი გახდა, საკმაოდ ბევრი კომპანიის ნეგატიური მედია აქტივობა, სწორედ ხეების გაჩეხვას, ან კონტრაქტით გათვალისწინებული, გამწვანების ვალდებულების არ შესრულებას უკავშირდება.
 
მიმდინარე პერიოდში, ქართული მედია აქტიურად აშუქებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ბორჯომში განაგურებული მწვანე საფარის აღდგენით გამწვანების აქციას, რომელშიც საკმაოდ ბევრი კომპანია ჩაერთო.
 
ქართული მედიის ცნობით, ბორჯომში გამწვანების მაშტაბური აქცია მიმდინარეობს. დაირგო 10 ათასამდე ნერგი და საფუძველი ჩაეყარა ტყის ხელოვნურად აღდგენის პრეცენდენტს საქართველოში. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ხანძრისგან დაზიანებული 250 ჰა-ზე 750 ათასი ხის დარგვა და ტყის სრული აღდგენა.
 
"გამწვანების" თემის მედიაში გაშუქების სტატისტიკა პროგრესულ ტენდენციას ასახავს, წლების მიხედვით, 2008 წლის შემდგომ პერიოდში. ვინაიდან, თემა მოიცავს როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ კონტექსტს, სრულიად ლოგიკურია ეს ტენდენცია ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო ბიზნესის ბუმის და "გამწვანების", როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და  ეფექტური კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აქციის, ფონზე.
 
G atim1 geoeng