• 2017-01-23
თებერვალი, 2017 წელი
 
2017 წლის თებერვლის მედიაში, ბიზნეს სექტორებს შორის, ხვედრითი წილით ლიდერობს "უძრავი ქონება", მთლიანი გამოვლინების 17% მოდის ამ კატეგორიაზე. გამოვლინების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა სექტორი "ვაჭრობა"-16%-ით.
 
Somcobs1 geo
 
უძრავი ქონების სექტორის აქტიურობა მიმდინარე თვეში განაპირობა "ცენტრ-პოინტის" საქმემ. "ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს სასამართლომ 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.
 
ვაჭრობის სექტორში კვლავ ბავშვთა სამყაროს თემა ფიგურირეს. "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, ს.ს. "სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს" ინიციატივით საქველმოქმედო ანგარიში გაიხსნა.
 
გრაფიკზე მოცემული 14 სექტორის გარდა, ბიზნეს სექტორების ჩამონათვალში ხვდება კიდევ 16 სექტორი, რომელთა მედია გამოვლინების ხვედრითი წილი არ აღემატება 1%-ს და ამიტომ გაერთიანდა კატეგორიაში "სხვა". სექტორების ჩამონათვალი მოცემულია მეორე გრაფიკზე.
 
Somcobs2 geo