• 2018-07-09

გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრია, მიმდინარე სეზონისთვის აქტუალურია, შესაბამისად, საინტერესოა, რა სიახლეების თაობაზე გვამცნობს ქართული მედია და როგორ შეიცვალა მედია გაშუქებების სტატისტიკა, წინა კვარტალთან შედარებით. 2018 წლის პირველი კვარტლის, 5 ლიდერი მედია აქტიური კომპანია, გამაგრილებელი სასმელების სფეროდან, ასე გამოიყურება:

2018 წლის მეორე კვარტალში კი, ორი განსხვავებული ბრენდი გამოჩნდა, რომელთაც უკან ჩამოიტოვებს, პირველ ხუთეულში მყოფი სახელები.

ლიდერი კომპანიების, სენტიმენტალური პროფილი, ნეიტრალურსა და პოზიტიურს შორის ბალანსს გვიჩვენებს. ნეგატიური გამოვლინებები, მეორე კვარტლის განმავლობაში, მოწინავე ხუთეულის შემთვევაში, არ დაფიქსირებულა.

გრაფიკიდან ჩანს, რომ ყველაზე მიმზიდველი პოზიტიური მაჩვენებელი, მთლიან გამოვლინებასთან მიმართებაში, „ლიმონათი ზედაზენის“ და შემდეგ „ლიმონათი
ნატახტარის“ შემთხვევაში დაფიქსირდა.
გთავაზობთ მედია თემებს, ლიმონათი ზედაზენის, საზაფხულო აქტივობებიდან, რომელთაც განაპირობეს მისი პოზიტიური პროფილი.პირველად კომპანიის ისტორიაში, ქართული ლუდის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ზედაზენის ლუდის და ლიმონათის ერთობლივ, მომენტალურ გრანდიოზულ
გათამაშებას.
ზედაზენის და ბარამბინოს „ზაფხულის ფესტივალი 2018“-მა სტარტი 9 ივნისს ქ. რუსთავიდან აიღო. „ზედაზენის“ ლუდი და ლიმონათი Golden Brand-მა წლის ნომერ პირველ ბრენდადაღიარა. ზედაზენმა ლიმონათის რებრენდინგი განახორციელა. საექსპორტო ბაზრებზე „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციაზე მოთხოვნა გაორმაგდა. ლიმონათი ნატახტარის შემთხვევაში, მთავარი პოზიტიური სიახლე, ახალი სარეკლამო რგოლია. "ჩვენ გვჯერა, რომ დასვენებისთვის, გართობისთვის და სილაღისთვის არ არის საჭირო განსაკუთრებული მიზეზი. ამ განწყობით შეიქმნა ნატახტარის ლიმონათის ახალი რგოლი, ჩვენი ლიმონათი ხომ ნებისმიერ მომენტს უხდება-ამბობს „ნატახტარის ლიმონათის“ ბრენდმენეჯერი ნინო მიქელაძე.