AD TEST, COPY TEST არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან "ურთიერთობის ენის" ტესტირებაა. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მომხმარებლების ენაზე საუბარს, წარმატების მით მეტი უფლება გაქვთ. რეკლამის ტესტირება საჭიროა იმისთვის, რომ თქვენ წინასწარ განსაზღვროთ ეს რეკლამა გაყიდის თქვენს პროდუქტს, თუ არა.
ლამაზი, მაგრამ წარუმატებული რეკლამა ფინანსური ზარალისა და არაეფექტური გაყიდვების წინაპირობაა, და არა მხოლოდ... წარუმატებელი რეკლამა ომის შემდგომ პერიოდს გავს, მისი აუდიტორიაზე ზემოქმედების შემდეგ თქვენ ყველაფერი ისევ ნულიდან უნდა დაიწყოთ, რადგან იცვლება წარმოდგენა პროდუქტის გარკვეულ ერთ თვისებაზე, იცვლება წარმოდგენა მთლიანობაში მის მწარმოებელზე.
ვისაც სურს ჰქონდეს წარმატებული ბიზნესი, ყველა არ მიმართავს რეკლამას. ვინც მიმართავს რეკლამას, ყველა არ ამოწმებს მის ხარისხს. ვინც ამოწმებს წინასწარ რეკლამის ეფექტურობას, ყველა არ არის დაზღვეული ფინანსური ზარალისგან. რადგან წარმატებული ბიზნესი წარმატებული რეკლამის ფუნქციაა, წარმატებული რეკლამა კი - წარმატებული კვლევითი ტექნოლოგიების.
Copy Test/ Advertising Test - მიზანი:
1. არსებული და პოტენციური მომხმარებლების მიერ სარეკლამო მასალის შეფასება/ანალიზი;
2. რეკლამაზე მთლიანობაში, ან მის ცალკეულ ელემენტებზე რესპონდენტების რეაქციების და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება;
3. რეკლამის საკვანძო ინფორმაციისა და მისი სამომხმარებლო ღირებულების განსაზღვრა;
4. რეკლამის სტიმულაციური პოტენციალის შესწავლა და საკორექციო ცვლადების გამოყოფა;
5. რეკლამის ოპტიმიზაცია, მისი მაქსიმალურად ეფექტურ ინსტრუმენტამდე დაყვანა;
მეთოდიკა
რეკლამის ტესტირების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის ტექნიკა.
სტიმულაციური დიფერენციალის მეთოდი
სათავეს იღებს ფსიქო-ფიზიკაში. ამ მეთოდის გავრცელებული მოდიფიკაციაა ოსგუდის სემანტიკური დიფერენციალის მეთოდი, რომლისგან განსხვავებითაც სტიმულაციური დიფერენციალი ზომავს არა ჰოპოთეტურ სემანტიკურ სივრცეებს, არამედ რეკლამის ფსიქოლოგიურ ეფექტურობას. ძირითადად გამოიყენება რეკლამის ტესტირების საწყის ეტაპზე, ანუ მის ბაზარზე გასვლამდე. მეთოდი შედგება რეკლამის ხარისხის ინდიკატორთა ცხრილისაგან, რომელთა მიხედვითაც ფასდება სარეკლამო ნიმუშები. შედეგები მუშავდება ფაქტორული და კორელაციული ანალიზის მეთოდით. მოცემული ინდიკატორები ერთიანდება ხუთ ჯგუფში. სტიმულაციური დიფერენციალის მეთოდი იძლევა სანდო მონაცემებს დაახლოებით 30 კაციანი (ერთგვაროვანი ჯგუფი) შერჩევის პირობებშიც კი. სტიმულაციური დიფერენციალის მეთოდი წარმოადგენს რეკლამის ტესტირების დამატებით მეთოდიკას, რომელიც გამოირჩევა მინიმალური ინფორმაციის ბაზაზე მაქსიმალური სანდოობის მომცემი შედეგებით.
რეკლამის ტესტირების კონკრეტული პარამეტრები
Copy Test/ Advertising Test -ის შედეგად ტესტირდება რეკლამის ხარისხის შემდეგი პარამეტრები:
კვლევის შედეგების გამოყენება
Copy Test/ Advertising Test გამოიყენება როგორც მზა, ასევე დამზადების პროცესში მყოფ სარეკლამო მასალასთან მიმართებაში. რეკლამის წარმოების სრული ციკლის განმავლობაში ტესტირების წარმოება იძლევა პასუხს კითხვაზე: ჩავუშვათ თუ არა ეს სარეკლამო პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე.
რეკლამის ტესტირების შედეგად დამკვეთი იღებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია რეკლამის მაქსიმალური ადაპტირება სამომხმარებლო მოლოდინებთან და განწყობებთან. მაშასადამე კლიენტი იღებს შესაძლებლობას დაინახოს სარეკლამო პროდუქტი სამიზნე აუდიტორიის თვალით და მოახდინოს რეკლამის მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
რეკლამის ტესტირების შედეგების მიღების შემდეგ, სამარკეტინგო გადაწყვეტილება არგუმენტირებულია და ფინანსების მიზნობრიობა გარკვეული. გაუტესტირებელი რეკლამა შედეგების მოუსვენარი მოლოდინის პროცესია, გატესტირებული რეკლამა იძლევა საშუალებას იპოვოთ დაბანდების საუკეთესო პირობები და ელოდოთ დაბანდებული რესურსებისგან მოგებას.