სარეკლამო ნიმუშების ტესტირება

AD TEST, COPY TEST არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან "ურთიერთობის ენის" ტესტირებაარაც უფრო ადრე დაიწყებთ  მომხმარებლების ენაზე საუბარს, წარმატების მით მეტი უფლება გაქვთ. რეკლამის ტესტირება საჭიროა იმისთვის, რომ თქვენ წინასწარ განსაზღვროთ  ეს რეკლამა გაყიდის თქვენს პროდუქტს, თუ არა.

ლამაზი, მაგრამ წარუმატებული რეკლამა ფინანსური ზარალისა  და არაეფექტური გაყიდვების წინაპირობაა, და არა მხოლოდ... წარუმატებელი რეკლამა ომის შემდგომ პერიოდს გავს, მისი აუდიტორიაზე ზემოქმედების შემდეგ თქვენ ყველაფერი ისევ ნულიდან უნდა დაიწყოთ, რადგან იცვლება წარმოდგენა პროდუქტის გარკვეულ ერთ თვისებაზე, იცვლება წარმოდგენა მთლიანობაში მის მწარმოებელზე.

ვისაც სურს ჰქონდეს წარმატებული ბიზნესი, ყველა არ მიმართავს რეკლამასვინც მიმართავს რეკლამას, ყველა არ ამოწმებს მის ხარისხს. ვინც ამოწმებს წინასწარ რეკლამის ეფექტურობას, ყველა არ არის დაზღვეული ფინანსური ზარალისგანრადგან წარმატებული ბიზნესი წარმატებული რეკლამის ფუნქციაა, წარმატებული რეკლამა კი - წარმატებული კვლევითი ტექნოლოგიების.

Copy Test/ Advertising Test - მიზანი:

1. არსებული და პოტენციური მომხმარებლების მიერ სარეკლამო მასალის შეფასება/ანალიზი;

2. რეკლამაზე მთლიანობაში, ან მის ცალკეულ ელემენტებზე რესპონდენტების რეაქციების და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება;

3. რეკლამის საკვანძო ინფორმაციისა და მისი სამომხმარებლო ღირებულების განსაზღვრა;

4. რეკლამის სტიმულაციური პოტენციალის შესწავლა და საკორექციო ცვლადების გამოყოფა;

5. რეკლამის ოპტიმიზაცია, მისი მაქსიმალურად ეფექტურ ინსტრუმენტამდე დაყვანა;

მეთოდიკა

რეკლამის ტესტირების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის ტექნიკ.

  • რეკლამის ხარისხის შეფასება თვისობრივი კვლევით;
  • რეკლამის ხარისხის  შეფასება საჭიროა ჩატარდეს სარეკლამო კამპანიის დაწყებამდე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ვინაიდან აქ უკვე საქმე ეხება ფინანსების ეფექტური მართვის საფუძვლებს;
  • ამ კუთხით, გამოიყენება ფოკუსური ჯგუფის მეთოდი. ამ მეთოდით ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ტესტირებული რეკლამა რამდენად შეესაბამება გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფის სოციალურ ნორმებს. ანუ ფოკუს ჯგუფების მეშვეობით ვიღებთ სამომხმარებლო ცნობიერების ნორმატიულ ჭრილს;
  • რეკლამის ტესტირების თვისობრივი მიდგომა გამოიყენება, ასევე რეკლამის ეფექტების ტესტირებისას. თვისობრივი მიდგომის ფარგლებში გამოიყენება თავისუფალი ასოციაციების, სხვადასხვა პროექციული, ევრისტიკული შეკითხვების, ტვინის შტურმის და .. მეთოდი;

სტიმულაციური დიფერენციალის მეთოდი

სათავეს იღებს ფსიქო-ფიზიკაში. ამ მეთოდის გავრცელებული მოდიფიკაციაა ოსგუდის სემანტიკური დიფერენციალის მეთოდი, რომლისგან განსხვავებითაც სტიმულაციური დიფერენციალი ზომავს არა ჰოპოთეტურ სემანტიკურ სივრცეებს, არამედ რეკლამის ფსიქოლოგიურ ეფექტურობასძირითადად გამოიყენება რეკლამის ტესტირების საწყის ეტაპზე, ანუ მის ბაზარზე გასვლამდემეთოდი შედგება რეკლამის ხარისხის ინდიკატორთა ცხრილისაგან, რომელთა მიხედვითაც ფასდება სარეკლამო ნიმუშები. შედეგები მუშავდება ფაქტორული და კორელაციული ანალიზის მეთოდით. მოცემული ინდიკატორები ერთიანდება ხუთ ჯგუფშისტიმულაციური დიფერენციალის მეთოდი იძლევა სანდო მონაცემებს დაახლოებით 30 კაციანი (ერთგვაროვანი ჯგუფი) შერჩევის პირობებშიც კი. სტიმულაციური დიფერენციალის მეთოდი წარმოადგენს რეკლამის ტესტირების დამატებით მეთოდიკას, რომელიც გამოირჩევა მინიმალური ინფორმაციის ბაზაზე მაქსიმალური სანდოობის მომცემი შედეგებით.

რეკლამის ტესტირების კონკრეტული პარამეტრები

Copy Test/ Advertising Test -ის შედეგად ტესტირდება რეკლამის ხარისხის შემდეგი პარამეტრები:

  • რეკლამის რეკლამირებულ პროდუქტთან შესატყვისობის, ასოცირებულობის ხარისხი;
  • პროდუქტის წამყვანი საიმიჯო და ხარისხის ატრიბუტების პოზიციონირების უნარი;
  • დამახსოვრებადობა ყურადღების მიქცევის უნარი, მიზმიდველობა, პოზიტიური ემოციონალური დამოკიდებულების ფორმირების უნარი (საიდენტიფიკაციო ნიშნები);
  • ინფორმაციულობა (გასაგები და რელევანტური ინფორმაციის გადაცემის უნარი);
  • სოციალურ-დემოგრაფიული იდენტურობა (რეკლამის აღქმა, როგორც გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი მიმართულის);
  • ყიდვის ქცევის სტიმულაციური პოტენციალი (რეკლამირებული სერვისის/პროდუქტის მოხმარების/ყიდვის ქცევის ინიცირების უნარი).

კვლევის შედეგების გამოყენება

Copy Test/ Advertising Test  გამოიყენება როგორც მზა, ასევე დამზადების პროცესში მყოფ სარეკლამო მასალასთან მიმართებაშირეკლამის წარმოების სრული ციკლის განმავლობაში ტესტირების წარმოება იძლევა პასუხს კითხვაზე: ჩავუშვათ თუ არა ეს სარეკლამო პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე.

რეკლამის ტესტირების შედეგად დამკვეთი იღებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია რეკლამის მაქსიმალური ადაპტირება  სამომხმარებლო მოლოდინებთან და განწყობებთან. მაშასადამე კლიენტი იღებს შესაძლებლობას დაინახოს სარეკლამო პროდუქტი სამიზნე აუდიტორიის თვალით და მოახდინოს რეკლამის მაქსიმალური ოპტიმიზაცია.

რეკლამის ტესტირების შედეგების მიღების შემდეგ, სამარკეტინგო გადაწყვეტილება არგუმენტირებულია და ფინანსების მიზნობრიობა გარკვეული. გაუტესტირებელი რეკლამა შედეგების მოუსვენარი მოლოდინის პროცესია, გატესტირებული რეკლამა იძლევა საშუალებას იპოვოთ დაბანდების საუკეთესო პირობები და ელოდოთ დაბანდებული რესურსებისგან მოგებას.