top of page

წყალდიდობა, ბუნებრივ კატასტროფებს შორის ყველაზე მაღალ რისკიად ითვლება საქართველოში

IPM-ის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ წყალდიდობა საქართველოს მოსახლეობის მიერ ბუნებრივ კატასტროფებს შორის ყველაზე მთავარი გამოწვევაა.ეს შედეგი ნათლად აჩვენებს, რამდენად დაუცველად გრძნობს თავს ქვეყნის მოსახლეობა წყალმოვარდნების და წყალდიდობების დროს.


რისკის მასშტაბურობა

მოსახლეობა უმთავრეს პრობლემად წყალდიდობის მოსალოდნელ საფრთხეს ასახელებს. IPM-ის კვლევის მიერ შეგროვებული მონაცემები ასახავს რეალობას, რომლის წინაშეც მოსახლეობა დგას. კვლევაში მონაწილეთა აზრით უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯების და დამცავი მექანიზმების დანერგვაა საჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად.


რისკის გამაძლიერებელი ფაქტორები


საქართველოში წყალდიდობის რისკის ზრდას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს. მათ შორის რეგიონის გეოგრაფიული ლანდშაფტია.გარდა ამისა, მსოფლიო კლიმატის ცვლილება და ამინდის არაპროგნოზირებადობა კიდევ უფრო აძლიერებს ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეს.


წინასწარი მზადყოფნის აუცილებლობა


წყალდიდობის მაღალი რისკის გათვალისწინებით, აუცილებელია თავდაცვითი ღონისძიებების გატარება. რაც გულისხმობს: ადრეული გაფრთხილების სისტემების, ევაკუაციის გეგმების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასევე წყალდიდობის შემთხვევაში ეფექტური სტრატეგიის არსებობას.

როდესაც საქმე ეხება ბუნებრივ კატასტროფებს, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზადყოფნა და ცნობიერების ამაღლება. ტრენინგები საგანგებო სიტუაციებში რეაგირების პროტოკოლზე, მოსახლეობის მზაობას შეუწყობს ხელს. აღნიშნული წინასწარი ღონისძიებები გვეხმარება თავიდან აგვაცილოს წყალდიდობისგან გამოწვეული დამანგრეველი შედეგები.




1 view0 comments

Comments


bottom of page