• 2021-11-29

2021 წელი მიწურულს მიუახლოვდა და როგორც სჩანს, წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და ამაფორიაქებელი მედია თემა, უდავოდ იქნება საწვავის ფასების
 რეკორდული ზრდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, ანტი რეკორდები, საწვავის ფასების კუთხით, ერთმანეთს ენაცვლება და არც სამომავლო პროგნოზია დამაიმედებელი. საწვავის ზრდას დიდი ხანია მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი და შეიძლება ითქვას, რომ კულმინაციას მიაღწია 2021 წლის ნოემბერში, როდესაც მომხმარებელმა ბოიკოტი გამოუცხადა ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს.
საწვავის ბაზარზე შემდეგი ძირიადი მოთამაშეები გვხვდებიან: ვისოლ პეტროლიუმი, სოკარი, გალფი, რომპეტროლი და ლუკოილი. კომპანიების მედია გამოვლინებების სტატისტიკა, 2021 წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

სოკარი 2021 წლის მედია ლიდერია ინდუსტრიაში, რომელსაც სულ მცირე პროცენტით ჩამორჩება ვისოლ პეტროლიუმი. აღნიშნულ ორ კომპანიაზე, ინდუსტრიის მედია
გამოვლინებების 70%-მდე მოდის.
ნავთობკომპანიების სენტიმენტალური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ნეგატიური გამოვლინება პოზიტიურს მხოლოდ ერთ შემთვევაში, ლუკოილის მედია გამოვლინებებში სჭარბობს. ყველაზე მეტი პოზიტიური გამოვლინება კი სოკარის შემთხვევაში ფიქსირდება