• 2021-08-19

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ლუდის მწარმოებელი კომპანიები საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ ლუდის მოყვარულებს. ისინი განსაკუთრებით
აქტიურობენ ზაფხულის ცხელ დღეებში.
ლუდის მწარმოებელი კომპანიების უმრავლესობა ძირითადად სარეკლამო კამპანიას აწარმოებს ტელევიზიის საშუალებით.
2021 წლის მეორე კვარტალში ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა სატელევიზიო ეთერში განათავსეს 19 980 სარეკლამო რგოლი. რგოლების უდიდესი ნაწილი განათავსა
ლუდსახარშმა „ნატახტარმა“ – 10 513.
ლუდის კატეგორიაში, 2021 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო ეთერში სარეკლამო რგოლები განათავსა ოთხმა კომპანიამ. ვნახოთ როგორ გადანაწილდა კატეგორიაში კომპანიების სარეკლამო გასვლები.

ვნახოთ ლუდის კატეგორიაში ყველაზე მეტად რეკლამირებული პროდუქტები, თუ როგორ გადანაწილნენ ისინი და თუ რომელი პროდუქტები იყო წარმოდგენილი წლის ამ მონაკვეთში.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრში, განხორციელებულ ინვესტიციაში, ლიდერობს ლუდსახარში „ნატახტარი“, რომელმაც მოცემულ კვარტალში 28 059 892 ლარის ინვესტიცია განახორციელა. გრაფიკზე გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების მიერ თითოეულ პროდუქტზე განხორციელებულ ინვესტიციას.