• 2021-06-28

ტელევიზიით 2021 წლის პირველ კვარტალში სულ განთავსდა (სასპონსორო და კომერციული) 44165 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟით 799 562 წმ. მათი განთავსება ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით კომპანიებს დაუჯდათ 44 949 057ლარი.
განვიხილოთ გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში რა პოზიციები აქვთ კომპანიებს. 2021 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიით გასულ რეკლამებში გამაგრილებელ სასმელების კატეგორიაში ლიდერობს „ნესტლე“ - 14 201 რგოლით, მეორე ადგილზეა „კოკა- კოლა“ - 12 163 რგოლით.
გრაფიკზე ნაჩვენებია, სარეკლამო რგოლების რაოდენობა, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.

გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში, ქრონომეტრაჟის პარამეტრში ასევე ლიდერობს კომპანია „ნესტლე“ 288168 წამით, მეორე პოზიციაზეა 223006 წამი. გრაფიკზე ნაჩვენებია, სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟი, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.

ყველაზე მნიშვნელოვან, ინვესტიციის პარამეტრშიც ლიდერი კომპანია არის „ნესტლე“, რომლის დანახარჯმა პირველ კვარტალში ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით შეადგინა 15879011 ლარი.
გრაფიკზე ნაჩვენებია, სარეკლამო რგოლების ინვესტიცია, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.