• 2021-05-11

2021 წელი კორონა ვირუსთან თანაცხოვრებით დაიწყო და გრძელდება, თუმცა არსებობს არანაკლებ მასშტაბური მოვლენები, რომელსაც მიმდინარე წლის განმავლობაში,
ქართულმა მედიამ ყურადღება მიაპყრო და საკმაოდ ფართოდ გააშუქა.
„აიფიემის“ მედია მონიტორინგის გუნდი გთავაზობთ სამ ძირითად თემას, რომელიც ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა, გასული 4 თვის განმავლობაში, რომელთაც 5000-ზე მეტი ნიუსი დაეთო ქართულ მედია სივრცეში.
ვაქცინაციის საკითხი რეკორდული მაჩვენებლით ხასიათდება, არასრული 4 თვის განმავლობაში, 15 000 ნიუსი დაეთმო ამ საკითხის გაშუქებას, რაც ლოგიკურად ეხმაურება საზოგადოების მოლოდინს და მოთხოვნილებას, მიმდინარე წელს მაინც დასრულდეს კოვიდ პანდემია.
პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არ შესვლის საკითხი ასევე მტკივნეული აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისათვის, 10 000-მდე ნიუსიც ამის დასტურია. რაც შეეხება მესამე, ყველაზე ხშირად გაშუქებად თემას, დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდშიც რეზონანსულობით ისარგებლებს, ვინაიდან საზოგადოების ჩართულობა, როგორც ტრადიციული, ასევე სოციალური მედია არხების საშუალებით, მხოლოდ ზრდის ტენდენციას აჩვენებს, ნამახვან ჰესის თემაზე.

რეზონანსული ნიუსების მეორე ჯგუფში შედის კატეგორიები, რომელთაც რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასეულამდე ნიუსი დაეთმო და არანაკლები მღელვარება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში.

მეორე ჯგუფის ექსვეულს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის თემა ლიდერობს 2000-ზე მეტი ნიუსით.
წარმოდგენილ თემებს შორის, საზოგადოებრივ-სოციალური თემები სჭარბობს პოლიტიკურს. თუმცა, როგორც წესი, საქართველოში, ეს ორი სფერო, ერთმანეთთან კორელაციაშია, ერთმანეთს განაპირობებს და ერთმანეთიდან გამომდინარეობს.