• 2021-04-26

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ მედიკამენტების სფეროს სარეკლამო სტატისტიკას.

2020 წელს, მედიკამენტების კატეგორიაში, ტელევიზიით გასული რეკლამის რაოდენობამ შეადგინა 95 399 სარეკლამო რგოლი. ქრონომეტრაჟი 1 470 951 წმ, ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით ინვესტიცია - 81 034 149 ლარია. 2020 წელს ტელევიზიაში ყველა მეტი რეკლამა განათავსა „BERLIN-CHEMIE“-მმა - 22 898 რგოლი.
გრაფიკზე წარმოდგენილია საუკეთესო 5 განმთავსებელი მედიკამენტების კატეგორიაში სარეკლამო რგოლების მიხედვით.

2020 წელს, მედიკამენტებიდან ტელევიზიაში ყველაზე მეტჯერ გავიდა „NO-SHPA“-ს სარეკლამო რგოლი - 7 101, მეორე ადგილზეა „LAQTO-G“ - 5 830 რგოლით.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2020 წელს სატელევიზიო სივრცეში გასული ტოპ 10 ბრენდი გასვლების მიხედვით.

ტოპ 5 განმთავსებელში პირველ პიზიციას საეთერო დროის ათვისების პარამეტრში იკავებს „BERLIN-CHEMIE“ , რომელმაც სატელევიზიო სივრცეში აითვისა 368 088 წამი, მეორე ადგილზეა „GLAXOSMITHKLINE“ – 284 451 წამით.
გრაფიკზე წარმოდგენილია, მედიკამენტების კატეგორიაში ტოპ 5 განმთავსებელი სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟის მიხედვით.

ინვესტიციის პარამეტრში ლიდერობს „BERLIN-CHEMIE“, რომელმაც 2020 წელს 30 766 658 ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეორე ადგილზეა „GLAXOSMITHKLINE“ – 15 316 610 ლარით.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2020 წლის ტოპ 5 განმთავსებელი მედიკამენტების სფეროში, რომელმაც ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა ტელევიზიაში.