• 2021-02-26

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ კოსმეტიკის სფეროს სტატისტიკას.
2020 წელს აღნიშნულ სექტორში, რადიოში, სულ გავიდა 10 284 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟი შეადგენს - 166 430 წამს , ინვესტიცია კი - 191 544 ლარი. 2020 წელს ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განათავსა „PSP-მ“ – 6987, მეორე ადგილს იკავებს „ATIVANS“ – 905
გრაფიკზე გამოსახულია 2020 წელს, რადიოში გასული კოსმეტიკის სფეროს წარმომადგენლების აქტივობა სარეკლამო რგოლების რაოდენობის მიხედვით.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ყველაზე დიდი საეთერო დრო აითვისა „PSP-მ“ – 89306 წამი, ამ პარამეტრში ბოლო ადგილს იკავებს „URIAGE“ – 2720 წამი.
გრაფიკზე ნაჩვენებია 2020 წელს, რადიოში გასული კოსმეტიკის სფეროს წარმომადგენლების აქტივობა ქრონომეტრაჟის მიხედვით.

ინვესტიციის პარამეტრში ლიდერობს „PSP“ – 88511 ლარი, მეორე ადგილზეა „LOMALUX“ – 37933 ლარი. გრაფიკზე ნაჩვენებია 2020 წელს რადიოში გასული კოსმეტიკის სფეროს წარმომადგენლების აქტივობა ინვესტიციის მიხედვით.