• 2020-11-19

კომპანია „ აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო მონიტორინგის კვლევას და გთავაზობთ 2020 წლის მესამე კვარტალში, ტელევიზიაში, სამშენებლო მასალების სექტორის აქტივობას.
2020 წლის მესამე კვარტალში აღნიშნულ სექტორში შემავალმა კომპანიებმა სატელევიზიო სივრცეში განათავსეს 4759 რგოლი. სარეკლამო რგოლების განთავსების რაოდენობით პირველ ადგილზეა კომპანია „ზოდი“ - 1986 რგოლით, მეორე ადგილზეა „გაბილდი“ – 319 რგოლით. გრაფიკზე ნაჩვენებია 2020 წლის მესამე კვარტალში სამშენებლო მასალების სექტორის წარმომადგენლების მიერ განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდეობა.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს კომპანია „ზოდი“, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში 28 399 წამის სარეკლამო რგოლები განათავსა. მეორე პოზიციაზეა კომპანია „გაბილდი“ – 23 475 წამით. გრაფიკზე ნაჩვენებია 2020 წლის მესამე კვარტალში სამშენებლო მასალების სექტორის წარმომადგენლების მიერ განთავსებული სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟი.

ყველაზე მნიშნელოვან, ინვესტიციის პარამეტრში ლიდერობს კომპანია „კნაუფი“, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში 1 612 491 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მეორე ადგილზეა „გაბილდი“ – 629 371 ლარით, უკანასკნელ პოზიციას კი „ბესტი ჯგუფი“ იკავებს - 554 ლარი.
გრაფიკზე მოცემულია 2020 წლის მესამე კვარტალში სამშენებლო მასალების სექტორის წარმომადგენლების მიერ ტელევიზიაში განხორციელებული ინვესტიცია.