სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის კვლევა

სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის კვლევა ერთგვარი დაზღვევის პოლისია, რომელსაც დამკვეთი ყიდულობს ძვირადღირებული სარეკლამო კამპანიის დასაზღვევად.

ეს კვლევითი კომპონენტი კომპლექსურია და ნიშნავს ორი - პარამეტრული და არაპარამეტრული შეფასებების განხორციელებას. უპირველეს ყოვლისა, კვლევის მიზანია დაგეგმილი სარეკლამო კამპანიის შესრულების ხარისხი (1), მეორე თავად სარეკლამო კამპანიის გეგმის კორექტირება (2), ხოლო საბოლოო მიზანია იმ სამარკეტინგო პარამეტრების კონტროლი, რომელთა მისაღწევად მოხდა სარეკლამო კამპანიის ჩატარება (3).

პარამეტრული შეფასება პირველ და მესამე მიზნებს ემსახურება და კომბინირებული კვლევების ჩატარებას გულისხმობს. ერთის მხრივ, ამ ეტაპზე მედია პარამეტრების ანალიზი ხდება (დაგეგმილი პარამეტრების მიღწევის კონტროლი, რაც არსებითად სამომხმარებლო სეგმენტის მოცვისა და დაგროვებული ჯამური რეიტინგების შესაბამისობას აკონტროლებს), ხოლო, მეორეს მხრივ ხდება სამომხმარებლო დონეზე მიღებული ინფორმაციისა და ემოციის ხარისხის ტესტის თავსებადობის დადგენა დაგეგმილ პარამეტრებთან.

არაპარამეტრული შეფასებები მიზნად ისახავს სამომხმარებლო ქცევის განსაზღვრის ჰიპოთეზის ვერიფიკაციას  ორი მიზეზის გამო:

- შესაძლოა, სარეკლამო კამპანიის მსვლელობის განმავლობაში თავი იჩინა ახალმა ფაქტორმა, რამაც შეცვალა სწორად დაგეგმილი კამპანიის ეფექტურობის ხარისხი;

- შესაძლოა, სარეკლამო კამპანია, რაც წინა პერიოდის მედია მონაცემების ანალიზს ეყრდნობოდა, ითხოვს კორექტივებს, რადგან მიმდინარე მედია მონაცემები განსხვავდება პროგნოზისგან.