მარკეტინგის მენეჯმენტი

არსებობს პრაქტიკა, როცა კომპანია მეორე კომპანიას უწევს მარკეტინგის სპეციალისტის სერვისს. ეს მომგებიანია იმიტომ, რომ ერთ სპეციალისტს, შესაძლოა, ზოგიერთ ცალკეულ შემთხვევაში სპეციალისტთა მთელი გუნდი სჯობდეს, და იმიტომაც, რომ ეს შეიძლება უფრო იაფიც დაგიჯდეთ.

"აიფიემ კვლევების" ეს სერვისი კონკრეტულ პრაქტიკას ეყრდნობა და ნიშნავს შემდეგს: კომპანიიდან ერთი სპეციალისტი ხდება თქვენი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, ან კონსულტანტი. ეს სპეციალისტი ამყარებს კონტაქტებს თქვენი პროექტის ფარგლებში აიფიემის ყველა იმ ოფისთან, ვისაც სამარკეტინგო კუთხით თემა ეხება. შესაბამისად, მთელი კომპანიის საკონსულტაციო და კვლევითი რესურსები მართვადი ხდება თქვენს მიერ ნაქირავები ერთი ადამიანის მიერ.