კონცეფციის ტესტირება

კონცეფციის ტესტირებაში იგულისხმება:

პროდუქტის, ბრენდის საკომუნიკაციო მასალების, მათ შორის რეკლამის, სასაქონლო ნიშნებისშეფუთვის კონცეპტუალური მიმართულების ეფექტურობის ტესტირება. ეფექტურობა ამ თვალსაზრისით არ გულისხმობს საფინანსო ან ზოგადად სამარკეტინგო ასპექტებს. ეფექტურობა კონცეფციის ტესტირებისას არის თავსებადობის ხარისხი სამარკეტინგო ინიციატივასთან, მის ბუნებასთან, მის სტრატეგიულ ჩანაფიქრთან.

კონცეფციის ტესტირება შესაძლებელია სხვადასხვა კვლევითი დიზაინის გზით და მისი რეალიზაციის (კონცეფციის ტესტირების) ფორმების განსაზღვრა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ცალკე ხდება. ამ მეთოდით სარგებლობენ არა მხოლოდ სწრაფ მოხმარებადი პროდუქციის მწარმოებლები, არამედ მსხვილი სახელმწიფო თუ სერვისის მწარმოებელი ორგანიზაციები.