პროდუქტი არის ის, რასაც აწარმოებთ. ბრენდი არის ის, რასაც ყიდულობენ!
იმისათვის, რომ ბრენდი იყოს წარმატებული, მან უნდა უზრუნველყოს ხარისხი და სამომხმარებლო კმაყოფილება. ის უნდა გამოირჩეოდეს კონკურენტებისაგან, ჰქონდეს ინდივიდუალობა, იყოს ადვილად იდენტიფიცირებადი, აქტუალური, მოსახერხებელი, ადვილად გასაგები და ხელმისაწვდომი პოტენციური მომხმარებლისათვის, უნდა პასუხობდეს მათი ცხოვრების სტილს, დამოკიდებულებებს, ღირებულებებს.
საკითხები, რომელსაც მოიცავს აი ფი ემ-ის ბრენდინგის სერვისი.
1. ბრენდის შექმნა
2. ბრენდის მართვა
3. სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება
4. სპეციალისტთა კონსულტაციები
კონცეფციის ტესტირება
კლიენტი იღებს სლოგანს, რომელიც სრულად შეესაბამება ბრენდის კონცეფციას (1) და სტრატეგიულ დოკუმენტში მოცემული ეტაპის სამარკეტინგო ამოცანას. სლოგანის დამახსოვრებადობა თუ სხვა რაიმე ატრიბუტი მხოლოდ ინსტრუმენტია მიზნის მიღწევის საქემში. მისი სამარკეტინგო ფუნქცია კი ის არის, რაც პროდუქტის განვითარების ეტაპზე დგება სამარკეტინგო ამოცანის სახით.
სლოგანი, ისევე როგორც ზოგადად საკომუნიკაციო სტრატეგია, სხვადასხვა წილობრივი მონაწილეობით (სხვადასხვა შემთხვევისათვის) შეიცავს ემოციურ და რაციონალურ საწყისებს.
ლოგოტიპი და სახელწოდება
ეს ამოცანა, ისევე როგორც სლოგანი, შეესაბამება ბრენდის კომუნიკაციის კონცეფციას და გარკვეულწილად ხსნის იქ დასმულ ამოცანებს. სახელწოდებისა და ლოგოტიპის ქვე-კონცეფციები პროგნოზირებად შედეგებზეა ორიენტებული და მისი ფერი, გრაფიკული ელემენტები, შინაარსის ხერხემალი მორგებულია სამიზნე აუდიტორიის სამომხმარებლო პრაქტიკასა და აღქმაზე.
ლოგოტიპისა და სახელწოდების საკომუნიკაციო ენა ვერბალურიცაა და არავერბალურიც. მათი თავსებადობა იძლევა სამარეკეტინგო ამოცანის რეალიზების უმნიშვნელოვანეს ეფექტს.
საფირმო სტილი (დიზაინი)
შეესაბამება და ეყრდნობა უკვე შემუშავებული სლოგანის, ლოგოტიპისა და სახელწოდების ქვე კონცეფციებს. ეს შეიძლება იყოს საქმიანი ურთიერთობის ნებისმიერი ელემენტი, მათ შორის სავიზიტე ბარათი, ბლანკი, მისალოცი ნიმუშები, კომპანიის საოფისე ინტერიერი და სხვა. საფირმო სტილი ხშირ შემთხვევაში სადიზაინერო კონცეფციების სახითაა მოწოდებული და მისი დამზადება შემკვეთი კომპანიის პრეროგატივა ხდება.
საფირმო სტილის ძირითადი მახასიათებლებია:
იდენტიფიცირება - საფირმო სტილი უნდა განსხვავდებოდეს ანალოგებისგან. მას მარტივად უნდა სცნობდეს მომხმარებელი
ნდობა - თუ მომხმარებელი იღებს საფირმო სტილის ქვეშ მოქცეული ბრენდის მოხმარების პრაქტიკას და შესაბამისად სამომხმარებლო განწყობებს, ეს განწყობები გადაედება იმავე მწარმოებლის სხვა ბრენდებსაც.
რეკლამა - რეკლამის ეფექტურობის ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი სწორი საფირმო სტილის არსებობაა. კარგი საფირმო სტილი უზრუნველყოფს სარეკლამო დანახარჯების ოპტიმიზაციას
სარეკლამო საკომუნიკაციო ნიმუშები (კონცეფციის დიზაინი)
კლიენტი იღებს დასაბეჭდად მომზადებულ გარე რეკლამის ნიმუშებს, სატელევიზიო რეკლამის კონცეფციებს, რადიო რეკლამის სცენარებს, აგრეთვე სხვა სარეკლამო ნიმუშებს. ყველა ნიმუში ექვემდებარება მინიმუმ საექსპერტო შეფასებებს, ძირითადად კი - ტესტირების კვლევებს (სახელწოდების ტესტი, კონცეფციის ტესტი, მზა სარეკლამო ნიმუშის ტესტი და ა.შ.)
შემუშავებული სარეკლამო ნიმუშების ტესტირება;
ყველა სარეკლამო საკომუნიკაციო ნიმუში შესაძლებელია გატესტირდეს სპეციალური კვლევების საშუალებით. ტესტირება შედეგად იძლევა:
რეკომენდაციებს კორექტივების შესახებ;
რეკომენდაციებს ალტერნატიული კონცეფციიდან ოპტიმალურის შერჩევის შესახებ;
რეკომენდაციებს სარეკლამო არხების წილების შესახებ სარეკლამო კამპანიის წარმართვისას;
ზონდირების (გარკვეული დროის პერიოდის შემდეგ ხელახალი ტესტირების) კვლევების შესახებ;
ბრენდის მართვა
დასავლეთში საყოველთაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ბრენდის მართვის უფლებების დელეგირება გარე საკონსულტაციო კომპანიისათვის. ეს პრეცედენტი საქართველოში ხორციელდება აიფიემის მიერ და ყველა ასეთი პროექტი საკმაოდ წარმატებულია. ბრენდის მართვის სერვისი მოიცავს:
ყველა იმ პროდუქტის და სერვისის კრეატივს, რომელსაც აწარმოებს შემკვეთი ორგანიზაცია;
ბრენდის შესაძლო შიდა კონკურენციის მართვას;
საკონკურენტო გარემოს ანალიზს;
რეკლამის ყველა საფეხურზე რეკომენდაციების მომზადებასა და რეალიზაციას;
სარეკლამო საქმიანობის ყველა არხის მონიტორინგს;
შემკვეთის მიერ მოზიდულ სხვა საკონსულტაციო კომპანიებთან (მაგალითად სარეკლამო სააგენტოებთან) მუშაობას და მათთვის რეკომენდაციების გაწევას;
რეკლამის ხარისხის კონტროლს;
შემუშავებული სტრატეგიული ხაზის შესრულების კონტროლს;
რეკლამის დანახარჯების ოპტიმიზაციას;
მიმდინარე სამარკეტინგო ამოცანებისა და მიზნების ოპტიმიზაციას;