„აი ფი ემ კვლევები“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გაშუქებას და ამჯერად გთავაზობთ 2021 წლის მესამე კვარტალში პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ განხორციელებულ სარეკლამო კამპანიის მიმოხილვას.

2021 წლის მესამე კვარტალში პოლიტიკურმა პარტიებმა ტელევიზიაში განათავსეს 80 719 სარეკლამო რგოლი, რომელთა ქრონომეტრაჟმა 1239551 წამი შეადგინა, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ 2 445 886 ლარი.

მოცემულ კვარტალში ყველაზე მეტი რგოლი (9466) „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა“ განათავსა, მეორე ადგილზეა „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – 9429 რგოლით.

გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წლის მესამე კვარტალში პოლიტიკური პარტიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს „ქართული ოცნება“, რომელმაც 202 077 წამის სარეკლამო რგოლი განათავსა, მეორე პოზიციას იკავებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 140 998 წამი.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წლის მესამე კვარტალში პოლიტიკური პარტიების მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი.

2021წლის მესამე კვარტალში პოლიტიკურმა პარტიებმა ტელევიზიაში რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 2 445 886 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „ქართულმა ოცნებამ“ – 1 396 597 ლარი, მეორე პოზიციაზეა „ლელო საქართველოსთვის“ – 411 147 ლარი.

გრაფიკზე წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიების მიერ გაწეული ინვესტიცია.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...