• 2018-02-07

წლიდან წლამდე, იცვლება მედიაში აქტიური ინდუსტრიების შემადგენლობა, მათი სტატუსი, ლიდერ ოცეულში, თუმცა, ძირითადი სურათი, გასული ორი წლის განმავლობაში, არ გვთავაზობს რადიკალურ ცვლილებებს და ნათელ წარმოდგენას იძლევა, საქართველოში განვითარებული ბიზნეს სექტორების თაობაზე.
2016 წლის პირველი 20 სექტორის სიაში ლიდერობს „ფინანსური სექტორი“, რომელიც 2017 წელსაც არ თმობს პოზიციებს, თუმცა გასულ წელს ოდნავ შემცირებულია სტატიებისა და სიუჟეტების ჯამური რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით, ამ სექტორის ფარგლებში.
არ შეცლილა მომდევნო 4 სექტორის მიერ დაკავებული ადგილიც და საპატიო ხუთეულში გვევლინება: ფინანსური სექტორი, მშენებლობა, ტურიზმი, რესტორნების და სასტუმროების ქსელი და კვების პროდუქტები.

2017 წლის ტოპ 20-ეულში, 2016 წლისგან განსხვავებით, მოხვდა სექტორი „თამბაქო“, სამაგიეროდ, დათმო პოზიციები, სექტორმა „ლუდი“ და გადაინაცვლა 27-ე ადგილზე.