• 2018-01-22

ნებისმიერ ბიზნეს კომპანიისთვის რადიოში რეკლამის განთავსება სულ უფრო
მიმზიდველი ხდება, ამას განაპირობებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის პოტენციურ
მომხმარებლამდე იოლი წვდომა. რადიოს უსმენენ მანქანაში, სახლში, საზოგადოებრივ
ტრანსპორტში, მობილურ ტელეფონში თუ ინტერნეტში, რადიო ყველგან არის. მას უსმენს
თითქმის ყველა, მისი სეგმენტი მრავალფეროვანია და მისი მოსმენა ყველგან და
ყოველთვის არის შესაძლებელი, სამსახურში, მგზავრობისას, გართობის თუ ვარჯიშის
დროს. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეკლამის ღირებულებაც რაც რადიოში
ბევრად დაბალია ვიდრე ტელევიზიით.
კომპანია აი ფი ემ კვლევები 2017 წლის დასაწყისიდან რეკლამის მონიტორინგს უწევდა 7
რადიოსადგურს.
ესენია:
 რადიო იმედი
 რადიო პალიტრა
 ფორტუნა
 ფორტუნა +
 არ დაიდარდო
 ავტორადიო
 რადიო მაესტრო
ვნახოთ სამი კვარტლის განმავლობაში რომელ რადიოზე მოდის ყველაზე მეტი წილი
რეკლამის რაოდენობის ჭრილში. მონიტორინგის ფარგლებში სულ 2017 წლის სამი
კვარტლის განმავლობაში რადიოსადგურებში განთავსდა 796 055 რგოლი. რაოდენობრივად
ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი გავიდა რადიო მაესტროზე - 166 896, მეორე ადგილზეა
რადიო იმედი - 124 231 რგოლით. მესამე ადგილს კი იკავებს რადიო არ დაიდარდო 121 141
სარეკლამო რგოლით.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2017 წლის სამი კვარტლის განმავლობაში მონიტორინგში
შემავალი რადიოსადგურების სარეკლამო რგოლების რაოდენობის წილები, სასპონსორო და
კომერციული რგოლები ერთად.

რაც შეეხება კომერციულ რეკლამების რაოდენობას, მთლიანად სამ კვარტალში
მონიტორინგში შემავალ რადიოსადგურებში გავიდა 590 162 კომერციული ტიპის რეკლამა,
ამ ჭრილში სამი კვარტლის მონაცემებით ლიდერი რადიოსადგურია რადიო მაესტრო მისი
წილი კომერციული რეკლამებიდან 18,26 % ია, მეორე ადგილს კი იკავებს რადიო არ
დაიდარდო 17,27 % ით.
კომერციული რეკლამის წილები შემდეგნაირად გადანაწილდა.