• 2017-12-29

რესპონდენტების 30%-სთვის ახალი წლის შესახვედრად ყველაზე სასურველი ადგილი მშობლიური ქალაქია.
საზღვარგარეთის ქალაქებიდან კი ყველაზე ხშირად პარიზი დასახელდა (18,9%).

გაინტერესებთ როგორი სამზადისით და განწყობებით ხვდებიან ქართველები ახალ წელს? ამ სტატიის თემა წლევანდელი ახალი წელია.

გასაკვირი არ არის, რომ უმეტესობა საახალწლო სამზადისს ნაძვის ხის მორთვით იწყებს, ამიტომ საშობაო ნაძვის ხეს თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. მათგან დაახლოებით ნახევარი (49,3%), ტრადიციულად, ნაძვის ხესთან ერთად ჩიჩილაკსაც დგამს, მეორე ნახევარი კი (48%) - მხოლოდ ნაძვის ხეს.
რესპონდენტებიდან, რომლებიც წელს ნაძვის ხეს რთავენ, უმეტესობა ხელოვნურ ნაძვის ხეს დგამს (89,7%), 4,3%-ს ქოთანში ჩარგული ბუნებრივი ხე აქვს მორთული, ხოლო 3,7% მოჭრილ ნაძვის ხეს ყიდულობს. 2,3% საერთოდ არ დგამს ნაძვის ხეს.
როგორც აღმოჩნდა, ქართველები ყურადღებას ადევნებენ აღმოსავლურ კალენდარს. მათი 74% წლევანდელ ახალ წელს ძაღლთან დაკავშირებული სიმბოლოებით/ატრიბუტით ხვდება. ახალ წელს ქართველების უმრავლესობა ოჯახში ხვდება (87,3%), მეგობრების სახლში კი 6,7%. 3,3%- ია მათი რიცხვი, ვინც ახალი წლის ღამეს რესტორანში/ბარში ან საახალწლო კონცერტზე ატარებს.

გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ქართველების 30%-ს ახალი წლის შეხვედრა თავიანთ მშობლიურ ქალაქებში სურთ, დანარჩენებს კი - საზღვარგარეთ. მათ მიერ 3 ყველაზე ხშირად დასახელებული  ქალაქებია: პარიზი (18,9%), ნიუ იოკი (10,8%) და ლონდონი (3,7%).

რესპონდენტები საახალწლო განწყობას შესაბამის თემაზე გადაღებული ფილმების ყურებითაც იქმნიან.  როგორც აღმოჩნდა, ქართველების უმეტესობისთვის (37,9%) საყვარელი საახალწლო ფილმია - „მარტო სახლში“.