• 2017-12-26

ტელევიზიით მედიკამენტების სარეკლამო ბადის თემატიკა როგორც წესი დამოკიდებულია სეზონურობაზე, შემოდგომა/ზამთრის პერიოდში, აქტუალურია გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამა, გაზაფხულის პერიოდში, აქტუალური ხდება ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამა. განვიხილოთ მედიკამენტების კატეგორიის სატელევიზიო სარეკლამო აქტივობა ოქტომბრის თვის განმავლობაში. 2017 წლის ოქტომბრის თვეში ტელევიზიით სულ განთავსდა - 99 690 სარეკლამო რგოლი, აქედან მედიკამენტების კატეგორიის წილია მხოლოდ 3,55 %, რითაც მედიკამენტების სექტორი თვის ათეულ სექტორებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებს. გრაფიკზე წარმოდგენილია 2017 წლის ოქტომბრის სატელევიზიო სექტორების ტოპ ათეული.

მედიკამენტების კატეგორიამ ოქტომბრის თვეში დააგროვა 65 649 წმ, რაც ოქტომბრის სატელევიზიო სარეკლამო ქრონომეტრაჟის 2,94 % ია. მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს შორის ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განათავსა კომპანია ბერლინხემმა - 992 რგოლი, მეორე ადგილზეა კომპანია პე ეს პე - 624 რგოლით.
გრაფიკზე წარმოდგენილია მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების აქტივობა, 2017 წლის ოქტომბერი.

საინტერესოა კომპანიების მიერ განთავსებული რეკლამებიდან რომელი ბრენდის პროდუქცია განთავსდა ყველაზე მეტჯერ სატელევიზიო სივრცეში, ვნახოთ გასული რეკლამების რაოდენობა ბრენდების ჭრილში.