• 2017-11-08

სამედიცინო სისტემის მიმართ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი ნდობით არის განწყობილი


საქართველოში განხორციელებული კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა რესპონდენტების დამოკიდებულება ქართული სამედიცინო სისტემის მიმართ. კვლევაში მონაწილეობდა 400 რესპონდენტი.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა სამედიცინო დაზღვევას ფლობს. უმრავლესობას (58%) სახელმწიფო დაზღვევა აქვს, 28% კერძო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 14%-მა განაცხადა, რომ საერთოდ არ აქვს დაზღვევა.

გამოკითხულთა უმრავლესობა ქართული სამედიცინო სისტემის მიმართ ნდობითაა განწყობილი - რესპონდენტთა ნახევარზე მეტი ქართულ სამედიცინო სისტემის მიმართ ნდობას 5 ქულიან სკალაზე 4 და 5 ქულით აფასებს (4 - მაღალი, 5 - ძალიან მაღალი). 28% სისტემის მიმართ ნდობას საშუალოდ აფასებს. არც ისე უმნიშვნელოა  მათი რიცხვი, რომელთა ნდობის ხარისხიც ქართული სამედიცინო სისტემის მიმართ  დაბალი ან ძალიან დაბალია. ასეთი ადამიანები გამოკითხულთა 17%-ს შეადგენენ (იხილეთ გრაფიკი #1).

გამოკითხულთა დიდი ნაწილის აზრით, მედიცინა საქართველოში მაღალგანვითარებული სფეროა. ჯამში 47%-ია იმ რესპონდენტების პროცენტული რაოდენობა, რომელთა აზრითაც ეს სფერო საქართველოში (ძალიან) მაღალ დონეზეა განვითარებული. გამოკითხულთა ასევე დიდი რაოდენობა (40%) მიიჩნევს, რომ მედიცინა საქართველოში საშუალო დონეზეა განვითარებული. მხოლოდ 13% აფასებს მედიცინას  ქვეყანაში განვითარების თვალსაზ-რისით (ძალიან) დაბალ დონეზე მყოფ სფეროდ (იხილეთ გრაფიკი #2).