• 2017-10-02
ქართული მედია აქტიურად ადევნებს თვალს ვიზალიბერალიზაციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს და გვთავაზობს სტატისტიკას. ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაზრდილია ვიზალიბერალიზაციის ფარგლებით გათვალისწინებულ ქვეყნებში, კერძოდ, 3 თვეში 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა მიღწეული შეთანხმებით.
 
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე ივნისში 112 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ის 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.
 
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ამ დროისთვის, მათგან საქართველოში 3 ათასი არ დაბრუნებულა.
 
ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 28 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით 75 911 ადამიანმა გამოთქვა პასპორტის მიღების სურვილი. 42 პროცენტით გაიზარდა სამგზავრო დოკუმენტების მიღების მსურველთა რიცხვი.
 
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საქართველოდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით წამსვლელთა რიცხვმა მოიმატა. მგზავრთა ნაკადის გაზრდის პარალელურად მოიმატა ავიაბილეთების და ტურისტული პაკეტების ფასმაც. გასულ წელთან შედარებით, ტურისტულ პაკეტებში სხვაობა ადახლოებით 15-20%-ია.
 
შენგენის ზონაში, რომელიც 30 ქვეყანას მოიცავს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით 25 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, 77 საქართველოს მოქალაქე კი უკან დააბრუნეს.
 
28 მარტიდან ივლისის ბოლომდე, სულ 1421 ნიუსში გაჟღერდა თემა "ვიზალიბერალიზაცია". ინფორმაციები, მედიებს შორის პროცენტულად, შემდეგნაირად გადანაწილდა:
 
Pvlma1 geo