• 2017-06-19
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წელსაც მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი ღონისძიებებით აღინიშნა. ქართულმა მედიამ საკმაო ძალისხმევა გამოიჩინა ბავშვთა დღის აღსანიშნავი კონკრეტული აქტივობების თაობაზე, ინფორმაციის გასავრცელებლად. ტრადიციულად, ინტერნეტ მედიამ განსაკუთრებულად იაქტიურა და მთელი მედია გაშუქების 72%-ით მოწინავე პოზიცია დაიკავა.
 
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მედია გაშუქება
2017 წლის ივნისის პირველი ნახევარი
 
Ebfc1 geo
 
სამთავრობო და ზოგადად პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებების გარდა, არანაკლებ საინტერესო აქტივობებს აშუქებს მედია, ბიზნეს სექტორის მონაწილეობით. გაშუქების სიხშირის თვალსაზრისით, ორი ნიუსია გამორჩეული.
 
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას, რომელიც პროექტის ორგანიზატორის "Georgia Today"-ს მიერ იქნა წინასწარ შერჩეული, კავკასიური სოჭის ნერგები გადასცა, ამავე სკოლების ეზოებში დასარგავად.
 
დეველოპერულმა კომპანიამ "M2 უძრავი ქონება" მისი საცხოვრებელი კომპლექსების ეზოებში ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები ჩაატარა. კომპანიის მიზანი მოზარდებს შორის კომუნიკაციის დაწყების წახალისება, მათი დამეგობრება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია იყო.
 
წლების განმავლობაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, საკმაოდ აქტიურად შუქდება ქართული მედიის მიერ. გთავაზობთ, სტატისტიკას წლების მიხედვით, თუ რამდენი ნიუსი ეთმობა ყოველწლიურად, აღნიშნულ თემას, გასული 5 წლის მონაცემებით.
 
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მედია გაშუქების დინამიკა
წლების მიხედვით
ივნისის პირველი ნახევარი
 
Ebfc2 geo