• 2017-04-17
მარტი, 2017 წელი
 
ბოლო წლებია, თბილისში სამშენებლო ბუმია. თითქმის ყოველ დღე ვიგებთ ახალი სამშენებლო კომპანიის სახელს სოციალური ქსელების მეშვეობით, თუმცა ტრადიციულ მედიაში, კვლავ ძველი და კარგად ნაცნობი კომპანიები აქტიურობენ. აქტიურობის ნაწილი მათი პროექტების დამსახურებაა, ნაწილი კი იმ რეზონანსული საქმეების, რომელიც ძირითად შემთხვევაში, მათი ხსენებების ნეგატიურ კონტექსტს განაპირობებს.
 
მარტის თვეში, მედიაში, ყველაზე აქტიური, "ემ კვადრატი" იყო, რომელსაც სამშენებლო ინდუსტრიის მთელი მედია გამოვლინებების 30% უკავია.
 
გრაფიკზე მოცემულია სამშენებლო კომპანიების მედია აქტივობის სტატისტიკა, 2017 წლის მარტში.
 
CmiM1 geo
 
პირველი სამი კომპანია, რომელთაც, მარტის განმავლობაში, მედიაში, ყველაზე მეტი ნიუსი დაეთმო, არის "ემ კვადრატი", "ცენტრ-პოინტი" და "აქსისი". მათ მედია შეფასებებში გვხვდება, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური დამოკიდებულებები და კრიტიკული გამოვლინებები. აქედან, პოზიტივის გარეშეა "ცენტრ-პოინტი", ხოლო ნეგატივის გარეშე-კომპანია "აქსისი".
 
ტოპ 3კომპანიის შეფასებების ხვედრითი წილი მთლიან მედია გამოვლიებებთან მიმართებაში
მარტი, 2017 წელი
 
CmiM2 geo
 
პოზიტიური შეფასებების ხვედრითი წილით "აქსისი" ლიდერობს, ხოლო ნეგატიურით - "ემ კვადრატი".
 
"აქსისის" პოზიტივი განაპირობა ახალი საცხოვრებელ კომპლექსის მშენებლობამ და როგორც მედია იუწყება, საცხოვრებელ კომპლექსს "აქსისი წინამძღვრიშვილის 125" უბანში თანამედროვე არქიტექტურა და მომსახურების მაღალი ხარისხი შემოაქვს.
 
კომპანია "ემ კვადრატის" მიერ დაგეგმილ მშენებლობას შესაძლოა ახალი სარეკრეაციო ზონა შეეწიროს. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს. აღნიშნული ნიუსი, ნეგატიური შეფასებების მიზეზი გახდა მედიაში.
 
"ცენტრ-პოინტის" შემთხვევაში, კვლავ აქტუალურია მისი დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის დაკავებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი.