• 2017-03-27
სოციალურ მედიაში ხშირად აშუქებენ იმიგრანტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფაქტებს. აიფიემის გამოკითხვა მიზნად ისახავს იმის გარკვევას, თუ როგორი დამოკიდებულებაა იმიგრანტების მიმართ მოსახლეობაში რეალურად. კვლევამ მოიცვა 800 ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
 
რესპონდენტებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს: 1. როგორია თქვენი ზოგადი დამოკიდებულება იმიგრანტების მიმართ; 2. იმეგობრებდით თუ არა იმიგრანტთან; 3. შექმნიდით თუ არა იმიგრანტთან ოჯახს. პასუხების საფუძველზე გამოყენებულ იქნა ინდექსი, რომელიც იცვლება 0-დან 1-მდე, სადაც 0 ნიშნავს უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას, ხოლო 1 სრულიად პოზიტიურ განწყობას.
 
PDtIiM1 geo კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგადი ინდექსი 0.41-ს უდრის, რაც საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია. ამ ინდექსის მიხედვით მოსახლეობა გარკვეულ სეგმენტებად დაიყო - პოზიტიურად განწყობილი, ნეგატიურად განწყობილი, ნეიტრალური(იხ. გრაფიკი).
როგორც ხედავთ, ყველაზე დიდ სეგმენტს (48%) წარმოადგენს ნეიტრალურად განწყობილი მოსახლეობა.
 
ნეგატიურად განწყობილი სეგმენტიც საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს (35%) ინდექსი თითქმის 0-ის ტოლია, რაც უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულების მანიშნებელია.
 
პოზიტიურად განწყობილი სეგმენტი ყველაზე მცირეა - 17%. ამ სეგმენტის ძირითად ნაწილს ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები შეადგენენ, მაშინ როდესაც ნეგატიურად განწყობილი სეგმენტი ძირითადად სოფელში მცხოვრები, 55 წელს გადაცილებული მოსახლეობისგან შედგება.