• 2017-03-13
აიფიემის გუნდმა გადაწყვიტა გაეგო თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს საქართველოს მოსახლეობა. ამისათვის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებში პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 800 ადამიანი.
 
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე გამოყენებულია ინდექსური მეთოდი და გამოყვანილია ანალიტიკური მახასიათებელი - უსაფრთხოების ინდექსი.
 
ინდექსი გვიჩვენებს თუ რამდენად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ მოქალაქეები თავს საქართველოში. ინდექსი ითვალისწინებს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: პოლიციისადმი ნდობა, ქუჩაში უსაფრთხოების განცდის ხარისხი, საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და სხვა. ინდექსი მნიშვნელობას იღებს 0-დან (საერთოდ არ ვგრძნობ თავს დაცულად/უსაფრთხოდ) 100-მდე (სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს). კვლევის შედეგებიდან გამომდინარე საქართველოში ეს ინდექსი 74-ის ტოლია.
 

გრაფიკი 1. უსაფრთხოების ინდექსი
თბილისი/რეგიონების ჭრილში

G TMSR1 geo

პირველ გრაფიკზე ნაჩვენებია უსაფრთხოების ინდექსი თბილისის და რეგიონების ჭრილში. როგორც ვხედავთ თბილისში ინდექსის მაჩვენებელი შედარებით დაბალია ვიდრე საქართველოს დანარჩენ რეგიონებში.
ასევე საინტერესოა რამდენად განსხვავდება ინდექსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მონაცემებიდან ჩანს, რომ ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება კახეთში (66), ხოლო ყველაზე მაღალი გურიაში (89).

ცხრილი 1. უსაფრთხოების ინდექსი
რეგიონების მიხედვით

G TMSR2 geo

როგორც კვლევამ აჩვენა, 100 ბალიანი შკალით საქართველოში მოქალაქეები საკუთარ უსაფრთხოებას აფასებენ 74 ქულით. ეს შედეგი შეიძლება მივიჩნიოთ როგორც დამაკმაყოფილებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ საშუალო მაჩვენებელზე დაბალი შედეგი დაფიქსირდა მხოლოდ თბილისში (68), კახეთსა (66) და სამცხე-ჯავახეთში (71).