• 2020-02-04

ტელევიზიაში 2019 წელს სულ განთავსდა (სასპონსორო და კომერციული) 119 683 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟით 2473708 წამი. განვიხილოთ გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში რა პოზიციები აქვთ კომპანიებს. 2019 წელს ტელევიზიით გამაგრილებელ სასმელების კატეგორიაში, სულ მოხვდა 5 კომპანია, რომლებმაც განათავსეს 119 683 სარეკლამო რგოლი.

გრაფიკზე ნაჩვენებია, სარეკლამო რგოლების რაოდენობა, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.

რაოდენობის პარამეტრში ლიდერობს კომპანია „კოკა-კოლა“, რომელმაც 77996 რგოლი განათავსა, ბოლო საფეხურს კი „გლობალ ბირ ჯორჯია“ იკავებს - 687 სარეკლამო რგოლით.

გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში, ქრონომეტრაჟის პარამეტრში ასევე ლიდერობს კომპანია „კოკა კოლა“.

გრაფიკზე ნაჩვენებია, სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟი, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.

ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრშიც ლიდერი კომპანია არის „კოკა კოლა“, რომლის დანახარჯმა თვის განმავლობაში ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით შეადგინა 59115792 ლარი. რაც შეეხება „გლობალ ბირ ჯორჯიას“, კომპანიამ სარეკლამო კამპანია აწარმოა სასპონსორო რგოლებით, შესაბამისად დანახარჯის პარამეტრში კომპანიის დანახარჯი ვერ მოხვდებოდა, რადგან რეკლამის მონიტორინგის დროს ოფიციალური დანახარჯების დათვლა ხდება კომერციული სარეკლამო რგოლების ფარგლებში, ვინაიდან სასპონსორო რგოლების განთავსება წარმოადგენს კონფიდენციალურ მხარეს მედია საშუალებასა და კომპანიას შორის.

გრაფიკზე ნაჩვენებია, სარეკლამო რგოლების ინვესტიცია, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.