• 2020-01-20

კომპანია „ აი ფი ემ კვლევები “ აგრძელებს სარეკლამო მონიტორინგის კვლევას და გთავაზობთ, 2019 წელს ტელევიზიაში სამშენებლო სექტორის აქტივობას. 2019 წელს სამშენებლო სექტორში აქტიურობდა 25-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც მიმდინარე წელს სულ 20254 რგოლი განათავსეს სატელევიზიო სივრცეში. სარეკლამო რგოლების განთავსების რაოდენობით პირველ ადგილზეა კომპანია „ნექსთ დოორი“ 2976 რგოლით, მეორე ადგილზეა „ემ კვადრატი“ – 2465 რგოლით.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2019 წელს ტელევიზიით გასული რეკლამების რაოდენობები (სასპონსორო და კომერციული რეკლამები).

2019 წლის მონაცემებით ტელევიზიით გასული რეკლამების ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს კომპანია „ემ კვადრატი“, მეორე ადგილზე იმყოფება „ნექსთ დოორი“, მესამე ადგილზე კი განთავსდა კომპანია „ არქი“.

გრაფიკზე წარმოდგენილია 2019 წელს ტელევიზიით გასული რეკლამების ქრონომეტრაჟის პარამეტრები (სასპონსორო და კომერციული რეკლამები).

სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრში, როგორიცაა ინვესტიცია, ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით ლიდერობს კომპანია „ ემ კვადრატი “ –
8870522 ლარი. მეორე ადგილზეა „არქი“ – 7408536 ლარი. მესამე ადგილს კი იკავებს „ნექსთ დოორი“ – 2458077 ლარი. გრაფიკზე წარმოდგენილია 2019 წელს კომპანიების ინვესტიცია (კომერციული რეკლამები) ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით.