• 2019-07-28

2019 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო არხებზე სულ გავიდა 162 725 სარეკლამო რგოლი, აქედან კომერციული ტიპის რეკლამების რაოდენობაა 158 343 რგოლი დანარჩენი სასპონსორო რგოლებია, ჯამური ქრონომეტრაჟია - 4620044 წმ, კომერციული რგოლების ქრონომეტრაჟი - 4464070, ხოლო ჯამური ინვესტიცია ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით 163 989 548 ლარია.

201
9 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განთავსდა ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში - 32 368 რგოლი, მეორე ადგილზეა რუსთავი 2 – 29 298 რგოლით, მესამე ადგილზე კი მოხვდა კომედი არხი - 25 726 რგოლით.

 

გრაფიკზე წარმოდგენილია ტელეარხებზე სარეკლამო რგოლების რაოდენობის (სასპონსორო და კომერციული) სტატისტიკა. 2019 წლის პირველი კვარტალი.

 

ქრონომეტრაჟის პარამეტრის პროპორციები კომერციული და სასპონსორო რგოლების შემთხვევაში პირველ ადგილზეა ტელეკომპანია კავკასია, სადაც პირველ კვარტალში განთავსდა 1162160 წმ-ის რეკლამა, მეორე ადგილზეა ტვ პირველი 658 598 წმ-ით, მესამეზეა კომედი არხი -579 074 წმ.

გრაფიკზე წარმოდგენილია ტელეკომპანიების სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟის სტატისტიკა. 2019 წლის პირველი კვარტალი.

დანახარჯების პარამეტრის მონიტორინგი ხორციელდება ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, რის შედეგადაც სარეკლამო კამპანიის დანახარჯების შეფასება ხდება მხოლოდ კომერციული ტიპის რეკლამების მიხედვით.

ინვესტიციის პარამეტრში ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით პირველ ადგილზეა ტელეკომპანია რუსთავი 2, კომპანიამ 2019 წლის პირველ კვარტალში მიიღო ყველაზე მეტი - 56 913 639 ლარის შემოსავალი, მეორე ადგილზეა ტელე იმედი - 39 891 978 ლარით, მესამე ადგილს კი იკავებს ტელეკომპანია კომედი არხი 25 845 027 ლარით. ტელეკომპანია აჭარაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გადიოდა მხოლოდ სასპონსორო სარეკლამო რგოლები.

 

გრაფიკზე წარმოდგენილია ტელეკომპანიების კომერციული სარეკლამო რგოლების ინვესტიციის სტატისტიკა. 2019 წლის პირველი კვარტალი.