• 2019-07-01

ლუდის სეზონი დადგა და ახალი ბრენდიც გამოჩნდა დახლებზე. ლუდი „კაიაკი“ საინფორმაციო აქტივობით არ გამოირჩევა, თუმცა რეკლამების თალსაზრისით ნამდვილად შესამჩნევია და მომხმარებელიც დააინტერესა. სიახლეს წარმოადგენს კომპანია „ყაზბეგის“ გასხვისებაც და ბრენდის ახალი პროფილი. საინტერესოა, მედია აქტივობა, როგორ იცვლება წლიდან-წლამდე ინდუსტრიაში. 2018 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში, ინდუსტრიას, მედია აქტივობის თვალსაზრისით, სათავეში უდგას „ქართული ლუდის კომპანია“. ეს ფაქტი, არც 2019 წლის იგივე პერიოდში შეცვლილა. პირველი 5 კომპანია, 2018 და 2019 წლებში, მედიაში, ასე გამოიყურება.

როგორც ჩანს, დიდი ცვლილება, მედია სივრცეში, ლუდის მწარმოებელი კომპანიების თვალსაზრისით არ გვაქვს, თუმცა, განსხვავებულია ბრენდები, რომლებიც პირველ ხუთეულში სახელდება, როგორც მედია აქტიური. ლიდერი კომპანიების, სენტიმენტალური პროფილი, ნეიტრალურსა და პოზიტიურს შორის ბალანსს გვიჩვენებს. ნეგატიური გამოვლინებები, მეორე კვარტლის, გასული პერიოდის განმავლობაში, მოწინავე ხუთეულის შემთვევაში, არ დაფიქსირებულა.

გრაფიკიდან ჩანს, რომ ყველაზე მიმზიდველი პოზიტიური მაჩვენებელი, მთლიან გამოვლინებასთან მიმართებაში, „ლუდი რაგნარ პილსნერის“ შემთხვევაში დაფიქსირდა.
ლუდი რაგნარის განსაკუთრებული პოზიტიური მდგომარეობა განაპირობა ბრენდის საუკეთესოდ აღიარებამ Golden Brand -ის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც 19 აპრილს სასტუმრო Hotels; Preference Hualing Tbilisi-ში, Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა.