• 2019-06-17

კომპანია „ აი ფი ემ კვლევები “ აგრძელებს სარეკლამო მონიტორინგის კვლევას და გთავაზობთ, ტელევიზიით სამშენებლო სექტორის აქტივობას, მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2019 წლის პირველ კვარტალს.

განვიხილოთ 2019 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში წარმოდგენილი კომპანიები. აღნიშნულ პერიოდში, ტელევიზიით,  სამშენებლო სექტორში სულ აქტიურობდა 10-ზე მეტი კომპანია.

სარეკლამო რგოლების განთავსების რაოდენობით პირველ ადგილზეა კომპანია „არქი ჯგუფი“ 694 სარეკლამო რგოლით, მეორე ადგილზეა „აქსისი“ – 686 რგოლით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს კომპანია „ლისი დეველოპმენტი “ – 677 სარეკლამო რგოლით.

 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამშენებლო სექტორის კატეგორიაში ტელევიზიით სულ განთავსდა 4 232 სარეკლამო რგოლი, აქედან 1416  იყო სასპონსორო, ხოლო კომერციული რგოლების რაოდენობაა - 2816.

სასპონსორო რგოლების ქრონომეტრაჟი სულ სამი თვის განმავლობაში -
15587

 წმ.-ია, კომერციული რგოლების ქრონომეტრაჟი -  65343 წამი.

გრაფიკზე წარმოდგენილია 2019 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიით გასული რეკლამების რაოდენობები (სასპონსორო და კომერციული რეკლამები).

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ტელევიზიით ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს კომპანია „არქი ჯგუფი – 25 291 წმ.

მეორე ადგილზე იმყოფება კომპანია „მ2”, კომპანიის ათვისებული დროა - 13 597 წმ. მესამე ადგილზე კი განთავსდა კომპანია „ აქსისი”. მისი ქრონომეტრაჟია - 11 507 წმ.

გრაფიკზე წარმოდგენილია 2019 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიით გასული რეკლამების ქრონომეტრაჟის პარამეტრები (სასპონსორო და კომერციული რეკლამები).

სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრში, როგორიც არის ინვესტიცია, ოფიციალური პრაისი ლისტის მიხედვით ლიდერობს კომპანია „ არქი ჯგუფი “ – 3569990 ლარი.

მეორე ადგილზეა „მ2“ – 1508481 ლარი. მესამე ადგილს კი იკავებს „ლისი დეველოპმენტი“ – 503956 ლარი.

გრაფიკზე წარმოდგენილია კომპანიების ინვესტიცია ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, 2019 წლის პირველი კვარტალი.