• 2019-02-25

ადამიანის უფლებები, როგორც საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური თემა, აქტიურად შუქდება მედია საშუალებების მიერ. „აიფიემმა“ გასულ წელს შეაჯამა,
როგორც გასული წლის, ასევე 2010 წლიდან მოყოლებული, მონაცემები და გააცნო საზოგადოებას, მედიის დამოკიდებულების ტენდენციები, ისეთ მნიშნელოვან
საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა “ძალადობა“, „უმცირესობათა უფლებები“ და ა.შ. მოცემული სტატია, წინა სტატიის გაგრძელებას წარმოადგენს და 2018 წლის
მონაცემებით ავსებს საერთო სურათს.
გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც ზოგადად თემის-ადამიანის უფლებები, გაშუქების თვალსაზრისით, ასევე მისი შემადგენელი, უფრო სპეციალიზირებული
მიმართულებებისათვის. 2018 წლის განმავლობაში, თემას-ადამიანის უფლებები, ქართულ მედიაში დაეთმო ჯამურად 113 833 სტატია/სიუჟეტი, რაც 50 000-ზე მეტი ნიუსით აჭარბებს გასული წლის მონაცემს, ამავე მიმართულებით. მნიშვნელოვანი კომპონენტებია ძალადობა-61 216 სტატია/სიუჟეტით და გენდერული საკითხები-23 645 ინფორმაციით, წლის განმავლობაში. მსხვილი სფეროების გარდა, აქტუალური საკითხები, მედია გამოვლინების პროცენტული მაჩვენებლით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, მთლიან მედია გამოვლინებაში, მოცემულია გრაფიკზე:

წლების განმავლობაში, ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე, რომ მოიმატა როგორც მედია, ისე საზოგადოებრივმა აქტივობამ, ეს შუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია. მედია გაშუქების სტატისტიკა კი, სამი მსხვილი სექტორისთვის, ასე გამოიყურება: