• 2019-01-29

ნებისმიერ ბიზნეს კომპანიისთვის რადიოში რეკლამის განთავსება სულ უფრო მიმზიდველი ხდება, ამას განაპირობებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის პოტენციურ მომხმარებლამდე იოლი წვდომა. რადიოს უსმენენ მანქანაში, სახლში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მობილურ ტელეფონში თუ ინტერნეტში, რადიო ყველგან არის. მას უსმენს თითქმის ყველა, მისი სეგმენტი მრავალფეროვანია და მისი მოსმენა ყველგან და ყოველთვის არის შესაძლებელი, სამსახურში, მგზავრობისას, გართობის თუ ვარჯიშის დროს. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეკლამის ღირებულებაც რაც რადიოში ბევრად დაბალია ვიდრე ტელევიზიაში.
კომპანია აი ფი ემ კვლევები 2018 წლის განმავლობაში რეკლამის მონიტორინგს უწევდა 7 რადიოსადგურს.

ესენია:

 რადიო იმედი
 რადიო პალიტრა
 ფორტუნა
 ფორტუნა +
 არ დაიდარდო
 ავტორადიო
 რადიო მაესტრო

2018 წლის განმავლობაში სულ რადიოში გავიდა 1 432 351 სარეკლამო რგოლი, მაშინ როცა 2017 წელს სარეკლამო რგოლების რაოდენობა შეადგენდა 1 162 917 რგოლს, 2018 წელს რაოდენობა გაზრდილია 23,17 % ით. 2018 წელს საერთო ქრონომეტრაჟი არის 25 508 501 წმ, ინვესტიცია კი 33 795 875 ლარი.
2018 წელს რადიოში სულ 699 კომპანიამ განათავსა რეკლამა, ამათგან ყველაზე მეტი 43 437სარეკლამო რგოლი განათავსა კომპანია თეგეტა მოტორსმა, რაც მთლიანი სარეკლამო
ბადის 3,03 % ია. მეორე ადგილს კავებს კომპანია მომიტანე.ჯი 37 779 რგოლით, მისი წილი 2,64 % ია. 2018 წლის ლიდერი კომპანიების ტოპ ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა.
გრაფიკზე წარმოდგენილია რადიოში 2018 წელს გასული რეკლამების რაოდენობის ტოპ ათი კომპანია.

რაც შეეხება რადიოსადგურებს, ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი 2018 წლის განმავლობაში განთავსდა რადიო მაესტროზე - 444 796 სარეკლამო რგოლი, შემდეგ მოდის რადიო იმედი - 209 644 რგოლით.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2018 წლის რადიოსადგურების წილები სარეკლამო ბადის რაოდენობის ჭრილში.