• 2018-10-12

პასიური, საშვებულებო და დასვენების პერიოდის შემდეგ, ქართული ბიზნეს კომპანიები, კვლავ აქტიურად გამოჩნდნენ ქართულ მედიაში. ზოგი მათგანი, არცთუ სახარბიელო ამპლუაში, სკანდალური გარიგებების თაობაზე გაშუქებულ ინფორმაციაში ფიგურურებს, ზოგი კი პირიქით, სიახლეებით და პოზიტიური დატვირთით წარმოგვიდგება, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მედია აქტივობა, ყველაზე რეზონანსული ინფორმაციების სიაში იწერება და სექტემბრის თვეში, ქართულ მედია სივრცეში, ყველაზე აქტიური, პირველი 20 ბიზნეს კომპანია, ასე გამოიყურება:

წარმოდგენილი ოცეულიდან, პირველმა 10-მა კომპანიამ, 100 ინფორმაციაზე მეტი მოიცვა, სექტემბრის თვეში. მათი სენტიმენტალური პროფილი წარმოდგენილია ქვევით მოცემულ გრაფიკზე:

10 კომპანიიდან, მხოლოდ „რედისონია“, რომლის მედია გამოვლინებებშიც, შეფასებითი ნაწილი, საერთოდ არ გვხდვება. დანარჩენი 9 კომპანიის შემთხვევაში, რადიკალური სურათია წარმოდგენილი, კომპანიების მედია გაშუქება, ან მკვეთრად პოზიტიურია, ან პირიქით, მკვეთრად ნეგატიური. პოზიტიურ კომპანიებს მიეკუთვნება: „ანაკლიის პორტი“, „ევექსი“, „თიბისი ბანკი“-100%- იანი შედეგით. „ლიბერთი ბანკი“, „ნიკორა“, „საქართველოს ბანკი“-თითქმის 100%-იანი
შედეგით.
ნეგატიურ კომპანიებს მიეკუთვნება: „კომპანია სვეტი“, სასტუმრო „ვერე პალასი“-100%- იანი, ხოლო „ომეგა“-თითქმის 100%-იანი შედეგით. უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმრო „ვერე პალასის“ შემთხვევაში, მხოლოდ ერთმა ნეგატიურმა შეფასებამ გამოიწვია კომპანიის ნეგატიური პროფილი, ვინაიდან პოზიტიური შეფასებების არ ქონამ, ვერ დააბალანსა სურათი.