• 2018-10-01

სექტემბერი, არა მხოლოდ სწავლის დაწყების თვეა. სექტემბერში ახალი სუნთქვით იწყებს ყველა კომპანია, თუ ინდუსტრია, მომხმარებლისთვის, ინფორმაციის მიწოდებას. „აი ფი ემ მონიტორინგი“ გთავაზობთ, იმ ბიზნეს ინდუსტრიების მედია გაშუქების სტატისტიკას, რომელთაც ყველაზე მეტად იაქტიურეს, შემოდგომის დაწყებისთანავე.

პირველი 4 სექტორი, რომელთაც მედია გაშუქების 1000 ერთეულიან (სტატია/სიუჟეტი) ნიშნულს გადააბიჯეს, ასე გამოიყურება: ფინანსური, ვაჭრობა, მშენებლობა და სტუმარმასპინძლობა.
ფინანსური სექტორის მოხვედრა პირველ ადგილზე, სრულიად ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომერციული ბანკები, ყველაზე ხშირად იპყრობენ მსმენელის, თუ მკითხველის ყურადღებას, სხვადასხვა მედია არხების მეშვეობით. თიბისი ბანკი, სექტემბრის თვეში, ფინანსური სექტორის ყველაზე აქტიური წარმომადგენელია, მედიაში. მეორე, ყველაზე მედია აქტიური მოთამაშე, ინდუსტრიაში, საქართველოს ბანკია.
ვაჭრობის სფერო, არანაკლებ განვითარებული და აქტუალურია საქართველოში, შესაბამისად, ინდუსტრიის, ხშირი მედია გაშუქების საფუძველს, ძირითადად სფეროში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობები, ღონისძიებები, რეგულაციები განსაზღვრავს. რაც შეეხება სავაჭრო ობიექტებს, რომელთაც ყველაზე ხშირად მოიხსენიებდა ქართული მედია, გასული სექტემბრის განმავლობაში, გახლდათ „ომეგა“ და შემდეგ „ნიკორა“.  სამშენებლო სექტორის მოთამაშეებს შორის, სექტემბრის თვეში, იაქტიურა კომპანიამ „სვეტი“. მეორე ადგილზე კომპანია „ემ კვადრატია“. რესტორნებისა და სასტუმროების, იგივე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მოწინავე მოთამაშეთა სია, საკმაოდ მრავალფეროვანია. ინდუსტრიაში შემავალი კომპანიები, რომლებიც ხშირად გამოჩნდნენ სექტემბერში, ქართულ მედიაში, გახლავთ: სასტუმრო „ვერე პალასი“, რედისონის ქსელი, სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“, სასტუმრო „რუმს თბილისი“.