• 2018-09-24

„აიფიემ კვლევები“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას, ამჯერად გთავაზობთ საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, 2018 წლის
მეორე კვარტლის მონაცემებს.
ტელევიზიით 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ფინანსური სექტორი გასული რეკლამების რაოდენობის ჭრილში მეცამეტე ადგილზეა - 9 010 სარეკლამო რგოლით, ამავე წლის პირველ კვარტალში სარეკლამო რგოლების რაოდენობა იყო 7 479 რგოლი.
2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განათავსა კომპანია მოგომ - 2 581 სარეკლამო რგოლი, რაც ფინანსურ სექტორში გასული რეკლამების 28,65 % ს შეადგენს. გაშვებული რგოლებით მეორე ადგილზეა საქართველოს ბანკი მისი წილი სექტორში 20,55 % ია გრაფიკზე გამოსახულია ფინანსურ სექტორში შემავალი კომპანიების წილები გასული რეკლამების რაოდენობიდან.