• 2018-07-24

აი ფი ემ კვლევები ახორციელებს რეკლამის მონიტორინგს შვიდ რადიოსადგურზე:
 რადიო არ დაიდარდო
 ავტო რადიო
 ფორტუნა
 ფორტუნა +
 პალიტრა
 რადიო იმედი
 რადიო მაესტრო
2018 წლის აპრილ-მაისის პერიოდში შვიდივე რადიოში გავიდა 229 471 სარეკლამო რგოლი, რეკლამის კლასიფიკაციიდან გამომდინარე აღნიშნული რგოლები გადანაწილდა 34 რეკლამის სექტორზე და 266 რეკლამის განმთავსებელზე, სწორედ ამდენმა კომპანიამ განათავსა რეკლამა რადიოში. განვიხილოთ ალკოჰოლური სასმელების სექტორი, რომელშიც მოხვდა როგორც ღვინის პროდუქტები ასევე ლუდის მწარმოებელი კომპანიები. 2018 წლის აპრილ/მაისის თვეებში ალკოჰოლური სასმელების სექტორის წილი იყო 1,44 %, რაც საკმაოდ დაბალია. სექტორში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი გაუშვა კომპანია ზედაზენმა - 1 623 რგოლი. გრაფიკზე წარმოდგენილია რადიოში კომპანიების სარეკლამო აქტივობა 2018 წლის აპრილი მაისის მონაცემები.

აღსანიშნავია რომ ზოგიერთი კომპანია ერთდროულად ეწევა სხვადასხვა პროდუქციის ან სოციალური აქტივობის რეკლამირებას.  ვნახოთ კომპანიების მიერ გაშვებული რეკლამების პროდუქტები ვინ რომელ პროდუქციას და რა აქტივობას სთავაზობდა მომხმარებელს.