• 2018-07-17

აიფიემ კვლევები აგრძელებს, სეზონურად აქტუალური ინდუსტრიების, მედია გაშუქებების სტატისტიკურ ანალიზს და წარმოგიდგენთ ნაყინის მწარმოებელ კომპანიებსა და ბრენდებს, რომლებიც ხშირად ჩნდებიან ქართულ მედიაში, სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციით.
თუ 2018 წლის პირველ კვარტალში, ნაყინის მწარმოებელი, მხოლოდ 2 კომპანია გვხვდება მედიაში, მე-2 კვარტალი, შედარებით მეტ მრავალფეროვნებას გვთავაზობს და მედიაში წარმოდგენილი ბრენდების სია 5-მდე იზრდება. 
2018 წლის I კვარტალი

კომპანია „ბარამბო“, არც მეორე კვარტალში თმობს პოზიციებს და კვლავაც, მედიაში ყველაზე აქტიურ კომპანიად წარმოგვიდგება, ინდუსტრიაში. ასევე აღსანიშნავია, რომ დასახელებულ 5 ბრენდში, რიგირთ მესამე, ასევე კომპანია „ბარამბოს“ ბრენდია.
2018 წლის II კვარტალი

მეორე კვარტალში წარმოდგენილი ხუთეულის, სენტიმენტალური პროფილი, ნეიტრალურსა, ნეგატიურსა და პოზიტიურს შორის ბალანსს გვიჩვენებს. ნეგატიური გამოვლინებები, მხოლოდ ერთი კომპანიის, „თოლიას“ შემთხვევაში დაფიქსირდა.

გრაფიკიდან ჩანს, რომ ყველაზე მიმზიდველი პოზიტიური მაჩვენებელი, მთლიან გამოვლინებასთან მიმართებაში, „ბარამბოს“ და შემდეგ „გურჯაანის ნაყინის“ შემთხვევაში დაფიქსირდა.
„თოლიას“ ნეგატიური პროფილი, განაპირობა ინფორმაციამ, ნაყინში ხვლიკის აღმოჩენის თაობაზე. ( https://droni.ge/?m=3&AID=39072 ) ბარამბოს შემთვევაში, სასიხარულო ინფორმაციია ის, რომ ბარამბო საექსპორტო ბაზრებს აფართოებს და კომპანიის ტკბილეული ჩინეთსა და სინგაპურშიც გაიყიდება. გარდა ამისა, კომპანია აქტიურადაა ჩართული, საზაფხულ აქტივობებში და პატარებისთვის და არა მარტო, ნაყინის ფესტივალს მართავს ქვეყნის მასშტაბით.
„გურჯაანის ნაყინი“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გააქტიურდა და სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომლებიც ანაკლიის აკვაპარკში დაისვენებენ, ნაყინით მოამარაგებს.