• 2018-07-05

კომპანია „ აი ფი ემ კვლევები “ აგრძელებს სარეკლამო მონიტორინგის კვლევას და გთავაზობთ, ტელევიზიით სამშენებლო სექტორის აქტივობას, მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2018 წლის აპრილ/მაისს.

2018 წლის აპრილი-მაისის პერიოდში ტელევიზიით დაფიქსირდა 12 სამშენებლო კომპანიის სარეკლამო აქტივობა, კომპანიების ჯამური წილი სულ გასული სარეკლამო ეთერიდან შეადგენს 2,24 % ს.

გრაფიკზე წარმოდგენილია 2018 წლის აპრილ/მაისში სამშენებლო სექტორში შემავალი კომპანიების რეკლამების წილები რეკლამის რაოდენობიდან. აღნიშნულ პერიოდში ტელევიზიით ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განათავსა კომპანია დირსმა 793.

განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს რეკლამის ქრონომეტრაჟის პარამეტრში, აღმოჩნდა რომ სამშენებლო სექტორში ყველაზე მეტი საეთერო დრო მოიცვა კომპანია აქსისმა - 18438 წმ, რაც სექტორში პროცენტულად 28,42 % ია.

გრაფიკზე წარმოდგენილია 2018 წლის აპრილ/მაისში სამშენებლო სექტორში შემავალი კომპანიების რეკლამის წილები ქრონომეტრაჟის პარამეტრში.