• 2018-06-13

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე, ლუდის მწარმოებელი კომპანიები, საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ ლუდის მოყვარულებს. კომპანიების სარეკლამო
აქტიურობა განსაკუთრებით მატულობს ზაფხულის დადგომასთან ერთად.
2018 წლის 1 აპრილიდან 31 მაისამდე სულ ტელევიზიით გავიდა 26 069 სარეკლამო რგოლი, აქედან ლუდის კატეგორიაზე მოდის 27,11 %. აღნიშნულ პერიოდში ტელევიზიით სულ გავიდა ლუდის 11 სახეობის რეკლამა, ლუდის კატეგორიაში გასული 7 068 რგოლიდან ლუდი არგოს წილია 22,21 %, შემდეგ მოდის ლუდი ბავარია 20,78 % ით.
გრაფიკზე მოცემულია ლუდის კატეგორიაში ლუდის ბრენდების წილები გასული რეკლამების რაოდენობის ჭრილში.

 

ქრონომეტრაჟის ჭრილში კი ყველაზე მეტი საეთერო დრო დაიკავა ლუდმა რაგნარი, მისი წილი ლუდის კატეგორიის საერთო ქრონომეტრაჟიდან შეადგენს - 24,02 % ს. გრაფიკზე მოცემულია ლუდის კატეგორიაში ლუდის ბრენდების წილები გასული რეკლამების ქრონომეტრაჟის ჭრილში.