• 2018-04-04

კომპანია „აიფიემ კვლევები“ გთავაზობთ, 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, ბიზნეს ინდუსტრიების მოთამაშე კომპანიების, მედია აქტივობის თაობაზე. ამჯერად, წარმოგიდგენთ, მარკეტებს და მათი მედია გამოვლინების მნიშნელოვან ასპექტებს. 2017 წელს, ყველაზე აქტიური მარკეტი, მედიაში, გახლდათ „კარფური“, რომელმაც მთელი გამოვლინების 27 % დაიკავა.

რვავე ძირითად, მედია აქტიურ კომპანიას, სენტიმენტების ჭრილში, აქვს პოზიტივის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, „ნიკორა სუპერმარკეტმა“ გადაინაცვლა პირველ ადგილზე. მისი სრული გამოვლინების 75%-ს, პოზიტიური ხასიათი აქვს. ნეგატიური გამოვლინების მაჩვენებელი არ ფიქსირდება 2 კომპანიის შემთხვევაში, ესენია „სმარტი“ და „ნიკორა სუპერმარკეტი“. ყველაზე მაღალი ნეგატივის მაჩვენებელი „ფრესკომ“ გამოავლინა.

„ნიკორა სუპერმარკეტის“ პოზიტიური პროფილი, რამდენიმე, საზოგადოებისთვის და კომპანიისთვის, სასიამოვნო სიახლით არის ფორმირებული. კომპანია, The Georgian Times-ის ტრადიციული XVIII ბიზნეს-რეიტინგის ფარგლებში დასახელდა, როგორც 2016-17 წლების საუკეთესო კომპანია. 2017 წელს, „ნიკორას“ თანამშრომლები კომპანიის აქციონერები გახდნენ.

რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ „თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე ეს გახლდათ არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება.  მემორანდუმის ფარგლებში, "ნიკორა სუპერმარკეტმა", შემოწირულობის სახით, წლის განმავლობაში, დააფინანსა ბოტანიკური ბაღი, რაც თავის მხრივ მოხმარდა მცენარეთა
კვლევას, კლექციის შევსება - განახლებას, ჯიშების შესწავლას და ბაღის შესაძლებლობების ზრდას. კომპანია ფრესკოს ნეგატიური პროფილი, ასევე რამდენიმე, სკანდალური ფაქტით ჩამოყალიბდა, რომელთაც, საკმაოდ რეზონანსული მედია გაშუქება ჰპოვეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ''ფრესკო'' გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალისთვის დააჯარიმა. სახალხო დამცველის შეფასებით, კომპანია „ფრესკო“ უხეშად ერეოდა ქალი თანამშრომლების ინტიმურ სფეროში.
2017 წლის დასაწყისში, “ფრესკოს” ყოფილი თანამშრომლები, გაუსაძლისი პირობების შესახებ ალაპარაკდნენ-„მონობა და არაადამიანური მოპყრობა” – ასე შეაფასეს მათ კომპანიის დამოკიდებულება ადამიანური რესურსებისადმი, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების და სხვადასხვა სამსახურების მხრიდან.