• 2018-03-20

ნებისმიერ ბიზნეს კომპანიისთვის რადიოში რეკლამის განთავსება სულ უფრო მიმზიდველი ხდება, ამას განაპირობებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის პოტენციურ მომხმარებლამდე იოლი წვდომა. რადიოს უსმენენ მანქანაში, სახლში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მობილურ ტელეფონში თუ ინტერნეტში, რადიო ყველგან არის. მას უსმენს თითქმის ყველა, მისი სეგმენტი მრავალფეროვანია და მისი მოსმენა ყველგან და ყოველთვის არის შესაძლებელი, სამსახურში, მგზავრობისას, გართობის თუ ვარჯიშის დროს. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეკლამის ღირებულებაც რაც რადიოში ბევრად დაბალია ვიდრე ტელევიზიაში. კომპანია აი ფი ემ კვლევები 2017 წლის დასაწყისიდან რეკლამის მონიტორინგს უწევდა 7 რადიოსადგურს.
ესენია:
 რადიო იმედი
 რადიო პალიტრა
 ფორტუნა
 ფორტუნა +
 არ დაიდარდო
 ავტორადიო
 რადიო მაესტრო
2017 წლის განმავლობაში სულ რადიოში გავიდა 1 162 917 სარეკლამო რგოლი, რაც წინა წელთან შედარებით 18 445 რგოლით ნაკლებია, თუმცა 2017 წლის ქრონომეტრაჟი 712 590 წამით აღემატება 2016 წლის ქრონომეტრაჟს. შესაბამისად უნდა ითქვას რომ 2017 წელს სარეკლამო საეთერო დრო უფრო მეტად არის ათვისებული, ასევე ლოგიკურად გაზრდილია ინვესტიციის პარამეტრიც და ჯამში 2017 წელს რადიოსადგურებში განთავსებული რეკლამების ღირებულებამ ოფიციალური პრასი ლისტის მიხედვით შეადგინა - 21 855 681 აშშ დოლარი. 2017 წელს რადიოში სულ 739 კომპანიამ განათავსა რეკლამა, ამათგან ყველაზე მეტი 46 007 სარეკლამო რგოლი განათავსა კომპანია ფარმადეპომ, რაც მთლიანი სარეკლამო ბადის 3,96 % ია. მეორე ადგილს კავებს კომპანია თეგეტა მოტორსი 36 944 რგოლით, მისი წილი 3,18 % ია. 2017 წლის ლიდერი კომპანიების ტოპ ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა.

2017 წლის ინვესტიციის პარამეტრში, ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, პირველ ადგილს 1 069 790 აშშ დოლარით იკავებს კომპანია თეგეტა მოტორსი რომელიც სარეკლამო რგოლების განთავსების პარამეტრში მეორე ადგილზეა. რაც შეეხება რაოდენობის ლიდერ კომპანია ფარმადეპოს ის დანახარჯების ჭრილში მეორე ადგილას იკავებს და მისი დანახარჯია - 898 464 აშშ დოლარი. გრაფიკზე ნაჩვენებია, 2017 წლის ტოპ 10 კომპანიების დანახარჯები, ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით.