• 2018-03-02

ადამიანის უფლებები საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდასთან ერთად. თუ წლების წინ, არ ითვლებოდა ძალადობად, მაგალითად მოზარდისათვის საკვების დაძალება, იუნისეფის კვლევის გამოქვეყნების და მედია აქტიურობის შემდგომ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ესეც ფსიქოლოგიური ძალადობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნიუანსია და გავლენას ახდენს მოზარდის ჩამოყალიბებაზე. ეს პატარა მაგალითი, ნათლად მეტყველებს, მედიის მნიშვნელობაზე, მსგავსი საკითხების გავრცელებასა და საზოგადოების „გაზრდაში“. გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც ზოგადად თემის-ადამიანის უფლებები, გაშუქების თვალსაზრისით, ასევე მისი შემადგენელი, უფრო სპეციალიზირებული
მიმართულებებისათვის.
2017 წლის განმავლობაში, თემას-ადამიანის უფლებები, ქართულ მედიაში დაეთმო ჯამურად 60 744 სტატია/სიუჟეტი. მნიშვნელოვანი კომპონენტებია ძალადობა-32 896 სტატია/სიუჟეტით და გენდერული საკითხები-15 336 ინფორმაციით, წლის განმავლობაში.
მსხვილი სფეროების გარდა, აქტუალური საკითხები, მედია გამოვლინების პროცენტული მაჩვენებლით, მთლიან გამოვლინებაში, მოცემულია გრაფიკზე:

წლების განმავლობაში, ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე, რომ მოიმატა როგორც მედია, ისე საზოგადოებრივმა აქტივობამ, ეს შუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია. მედია გაშუქების სტატისტიკა კი, სამი მსხვილი სექტორისთვის, ასე გამოიყურება: