თვისობრივი კვლევა

არა აქვს მნიშვნელობა, ბაზარზე გამოგაქვთ ახალი პროდუქტი, ქმნით სარეკლამო სლოგანს, ეძებთ სამიზნე აუდიტორიას, თუ გაინტერესებთ განხორციელებული სარეკლამო ღონისძიებების ეფექტი. რომელ მხარესაც არ უნდა წახვიდეთ, ყველა გზა სამარკეტინგო კვლევის საჭიროებამდე მიგიყვანთ. ყოველ შემთხვევაში, იქ, სადაც ხელმძღვანელი ფიქრობს საკუთარი პროდუქციის, ფირმის მომავალზე. თვისობრივი სამარკეტინგო კვლევები კონკურენტულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისა და საკუთარი ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სრული და დროული, ფაქტებით დასაბუთებული მონაცემების მიღება, არამედ იმის დანახვაც, თუ რა ტენდენციები, დინამიკა, რისკი და უპირატესობა იმალება ამ მონაცემებს მიღმა. ეფექტურად დაგეგმილი თვისობრივი კვლევის შედეგი იძლევა იმის საშუალებას, რომ თავი კონკურენტებისგან ერთი ნაბიჯით წინ იგრძნოთ. თვისობრივი კვლევა ორიენტებულია სხვადასხვა პროდუქტის შესახებ მომხარებელთა აზრების, განწყობებისა და განცდების ურთიერთგაზიარებისაკენ. თვისობრივი კვლევის მიზანია, მოხდეს:

  • სამომხმარებლო ქცევის საფუძვლად მდებარე პროცესების იდენტიფიცირება;
  • სამომხმარებლო ქცევის დეტერმინანტი ფაქტორების კვლევა, დამუშავება და სისტემატიზაცია;
  • კვლევის შედეგების ინტერპრეტირება და განზოგადება რეკომენდაციების სახით;

თვისობრივი კვლევის შედეგები არ შეიძლება გამოვსახოთ ციფრებით, ვინაიდან ისინი გადმოგვცემენ აზრს, განწყობას, შეხედულებას, შეფასებას და რაც მთავარია - სუბიექტურს, მომხმარებლის აღქმის თავისებურებების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, თვისობრივი კვლევების დაგეგმვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევითი კომპანიის სწორ არჩევანს. სამომხმარებლოს პროფილის, სპეციფიკის ეფექტურ ანალიზზეა დამოკიდებული თქვენი ბიზნესის წარმატება.

"აიფიემ კვლევები" გთავაზობთ პროგნოსტულად ღირებულ სიზუსტეს თვისობრივი კვლევითი ტექნიკების გამოყენების 10 წლიანი გამოცდილებისა და ნდობის საფუძველზე. კომპანია სრულიად ადაპტირებულია ევროპული სოციალური და სამარკეტინგო კვლევებისა (ESOMAR) და ევროპისა და აზიის სამარკეტინგო კვლევების (EMRA) ასოციაციების ეთიკისა და კვლევით სტანდარტებთან. ჩვენი კვლევების ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების წყაროა საერთაშორისო კვლევითი კომპანიები, მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები, საერთაშორისო კვლევითი და სამარკეტინგო ასოციაციები.

როგორც ტექნოლოგიური, ასევე ადამიანური და  დროითი რესურსის თვალსაზრისით, "აიფიემ კვლევები" აკმაყოფილებს თვისობრივი კვლევების ჩატარებისათვის აუცილებელ ყველა მოთხოვნას. კომპანია ფლობს თვისობრივი კვლევების ჩატარებისათვის აუცილებელ 3 სადისკუსიო ოთახს სპეციალური ცალმხრივი სარკით, დამკვირვებლების ოთახითჯგუფებისა და ინტერვიუების მიმდინარეობის ჩაწერისა და სინქრონული თარგმნის შესაძლებლობებს. ჯგუფების ჩაწერა ხდება აუდიო და ვიდეო ფირებზე. ჩაწერა იწარმოემა ორი ვიდეო კამერით და სპეციალური აუდიო აღჭურვილობით.

კლიენტი კომპანიის წარმომადგენლები უშუალოდ აკვირდებიან ფოკუს ჯგუფის მიმდინარეობასდამატებითი კითხვების შემთხვევაში შიდა კომუნიკაციის საშუალებით უკავშირდებიან მოდერატორს ფოკუს ჯგუფის ოთახში არსებული მონიტორის საშუალებით.

ფოკუსირებული დისკუსიის მსვლელობისას კლიენტს აქვს საშუალება თვალი ადევნოს ჯგუფს, როგორც პირდაპირ, ცალმხრივი სარკის მეშვეობით, ასევე ტელევიზორის საშუალებით. დაუკავშირდეს ჯგუფის ასისტენტს რაიმე დამატებითი საჭიროების შემთხვევაში.

თვისობრივ კვლევებს მოდერირებას უწევენ ამ სფეროში კვალიფიციური ფსიქოლოგები, რომლებიც ყოველწლიურად ტრენირებას გადიან რუსეთში -მოდერატორთა პროფესიონალური ზრდისა და განვითარების უმაღლეს სასწავლებლებში.

თვისობრივი კვლევების ეფექტური წარმოებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი სამიზნე აუდიტორიის ზუსტი განსაზღვრა და მოძიებაა. კომპანია ფლობს რეკრუტირების სერიოზულ საკადრო რესურსს, რომელშიც ჩართული არიან ფსიქოლოგები და გამოცდილი ინტერვიუერები. კვლევითი ჯგუფის შერჩევა მიმდინარეობს არა მხოლოდ კლევის სპეციფიკიდან გამომდინარე ქვოტების მიხედვით, არამედ რესპონდენტთა სამომხმარებლო და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით.