FMCG

მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვლევითი სტანდარტები სწორედ სწრაფმოხმარებადი პროდუქტების მარკეტინგზე მოდის. ამ კატეგორიის პროდუქტებისთვის იხარჯება ყველა დიდი სარეკლამო ბიუჯეტები და შესაბამისად ამ კატეგორიის პროდუქტებზე მოდის მსოფლიო კვლევითი ინდუსტრიის ტექნოლოგიების დიდი ნაწილი.

ბუნებრივია, რომ აიფიემი ჯგუფი არ არის გამონაკლისი და მისი ტექნოლოგიების დიდ ნაწილიც სწორედ სწრაფმოხმარებად პროდუქციაზეა ორიენტირებული. ჩვენი სპეციალისტები ეხმარებიან კლიენტებს სწორად შეარჩიონ კვლევითი მიმართულებები, განავითარონ ახალი იდეები, შექმნან ახალი პროდუქტები, ეფექტურად მართონ სამარკეტინგო პროცესები, ჰქონდეთ გაყიდვების პროგნოზები და აღმოაჩინონ სხვადასხვა ფაქტორები, რაც ბრენდის წარმატებაზე ახდენს გავლენას.

ისევე როგორც სხვა ინდუსტრიებისთვის, სწრაფმოხმარებადი პროდუქტების მწარმოებლებისთვისაც "აიფიემ კვლევები" ყოფს ორი მიმართულების კვლევებს: სტანდარტიზირებულს და სპეციალურს. ამას გარდა, აიფიემი სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს სპეციალიზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს, რომელთა საშუალებითაც შემკვეთებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარ ოფისში, დახმარების გარეშე მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც კი უკვე ჩატარებულ კვლევებში არსებობს (1), ჩაატარონ დამოუკიდებლად მონაცემთა ანალიზი (2), მაქსიმალურად ეგექტურად გამოიყენონ კვლევითი ინფორმაცია (3).

ასეთი პროგრამული უზრუნველყოფები იძლევა სხვადასხვა დროს ჩატარებული სხვადასხვა კვლევების ერთდროულად ანალიზის შესაძლებლობას, ნებისმიერი სამარკეტინგო პარამეტრის დროში დინამიკის სურათის ნახვას, უმარტივესი გზით ნებისმიერი ანალიზის კეთების და ..

სპეციალური და სინდიკატური კვლევები აფიემის მიერ ხორციელდება შემდეგი სტანდარტების გამოყენებით:

1. ფსიქოდემოგრაფიული სეგმენტაცია. (შემუშავებულია საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების მიერ და ლიცენზირებულია აიფიემის მიერ კავკასიის ქვეყნებში);

2. ზონდირების კვლევები (წლის განმავლობაში ნესისმიერი სამარკეტინგო პარამეტრის თვალყურისდევნება სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც კომპანიისათვის განისაზღვრება პარამეტრების მინიმალური მნიშვნელობები, ზონდირების ტექნოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს დროულად აღმოვაჩინოთ პარამეტრების ვარდნის ფაქტი Alarm Warning, სისტემის საშუალებით მათი (ამ პარამეტრების) დროული კორექტირების მიზნით. ზონდირების კვლევებში გამოიყენება როგორც პირისპირ ინტერვიუები, ასევე სატელეფონო გამოკითხვის ტექნიკაც);

3. მოხმარებისა და დამოკიდებულებების კვლევა (U&A. შედარებით მარტივი კონსტრუქციის კვლევა, ტარდება ბრენდის კონკურენტულ გარემოში სწორი პოზიციონირების, ძირითადი და პრინციპული პარამეტრების მნიშვნელობების შესწავლის მიზნით);

4. ფასების სტანდარტიზირებული კვლევა. (BPTO. გამოიყენება ბრენდების ოპტიმალური ფასების დადგენის მიზნით. მისი საშუალებით შესაძლებელია მოვახდინოთ გაყიდვების დინამიკის პროგნოზების სხვადასხვა საფასო პოლიტიკის შემთხვევაში);

5. Upscale. (სპეციალური კვლევა, რომლის მთავარი მიზანია ბრენდის სხვა საფასო სეგმენტში გადასვლის პერსპექტივების დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება);

6. სავაჭრო წერტილების კვლევა (სტანდარტიზირებული ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება ფაების, დისტრიბუციისა და გაყიდვების ყველა საერთაშორისო პარამეტრის მიღება);

7. ომნიბუსური კვლევები (რაოდენობრივი კვლევები, რაც იძლევა შესაძლებლობას მინიმალური დანახარჯებით დროის სტანდარტული პერიოდებისთვის კონკრეტულ კითხვებზე პასუხის მიღებას. კვლევა ტარდება სხვადასხვა კლიენტებისთვის ერთდროულად. იხილე ომნიბუსური კვლევების თავი)

გარდა კვლევითი მიდგომებისა, აიფიემი ახორციელებს ბრენდინგის ამოცანასაც. კერძოდ, შემკვეთებისთვის "აიფიემ კვლევებს" არაერთხელ მოუმზადებია ბაზრის ანალიზი, ახალი ბრენდის კონცეფცია, ბაზარზე შესვლის რეკომენდაციები. როგორც წესი, ამ საკონსულტაციო სერვისის წარმატება დამოკიდებულია კლიენტის მხრიდან რეკომენდაციების გათვალისწინების ხარისხსა და სარეკლამო/ფრომოუშენის პროექტების მუშაობის ეფექტურობაზე. ამ ორი კომპონენტის წარმატებული მუშაობის შემთხვევაში ბრენდინგის პროექტის წარმატებულად დასრულება გარანტირებულია