რაოდენობრივი კვლევა

რაოდენობრივი კვლევებისას "აიფიემ კვლევები" მუშაობს როგორც სტანდარტიზირებული, ასევე სპეციალური (Ad Hoc) კვლევების მიმართულებით.

რაოდენობრივი კველევების რთული ტექნიკები, მათ შორის ფასების კვლევის (BPTO), ბაზრის სიმულაციური ტესტი (STM), მედიის მონიტორინგი, ზონდირების კვლევები (Tracking study) და ბევრი სხვა კვლევითი სტანდარტი უკვე შეადგენს აიფიემის რაოდენობრივი კვლევების ნახევარს.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ "აიფიემ კვლევების" რაოდენობრივი კვლევების ტექნიკა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების წარმატებული იმპორტია. რაოდენობრივ კვლევათა ძირითადი ნაწილი სწორედ საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა და ლიცენზირებულია საერთაშორისო კვლევითი კომპანიების მიერ. შესაბამისად, აიფიემის რაოდენობრივი კვლევების ტექნიკა იმეორებს წარმატებებს, რასაც კვლევითმა ინდუსტრიამ ევროპის, აზიისა თუ ამერიკის კონტინენტის ქვყენებში მიაღწია.

კვლევებისას არსებითად გამოყენებულია პირისპირ ინტერვიუირების მეთოდი. სხვა მეთოდები (მათ შორის სატელეფონო) მხოლოდ ცალკეული სამარკეტინგო ამოცანების გადაჭრისათვის გამოიყენება.

რა ღირებულება აქვს აიფიემის რაოდენობრივ კვლევებს.

"აიფიემ კვლევების" რაოდენობრივი კვლევები მეტია, ვიდრე უბრალოდ ცხრილები პროცენტებით და მარტივი ჭრილებით. აიფიემი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც ფართოდ დანერგა საკუთარ საქმიანობაში რთული სტატისტიკური მოდელების ბიზნეს კვლევებში გამოყენების პრაქტიკა. მაგალითისათვის, თუ თქვენ გსურთ მიიღოთ საქართველოს მოსახლეობაზე ადაპტირებული ფსიქოდემოგრაფიული სეგმენტაციის ატრიბუტები, უბრალოდ არ გაქვთ არჩევანი, რადგან ასეთი რამ მხოლოდ აიფიემის 8 წლიანი და თავადვე დაფინანსებული კვლევითი საქმიანობის შედეგია და საქართველოში მხოლოდ ჩვენს მიერ გამოიყენება. ასეთი მაგალითი ბევრია, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მისიას - შემოვიტანოთ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო კვლევითი ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკა და კვლევითი სტანდარტები.